წინასიტყვაობა
ბაბუაჩემმა არ იცოდა, რომ ამ წიგნს მას და ბებიაჩემს ვუძღვნიდი, არ მითქვამს, მოულოდნელად მინდოდა მეხარებინა, არც ის მითქვამს ბაბუასთვის არასდროს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და კეთილი ადამიანი იყო ჩემთვის. ის წიგნის დაბეჭდვამდე გარდაიცვალა, ამიტომაც ამ წიგნს მის ხსოვნას ვუძღვნი და რა თქმა უნდა, ბებიაჩემს, რომელიც ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ძლიერი ქალია ამქვეყნად.