ნინოშვილის 25

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

3433

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს. ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები. რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.“ – ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941482373
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები97
გამოცემის წელი2018