მოგონებები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1669
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დოდონა კიზირია
გამომცემლობა
Dodona Kiziria
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ამ მოგონებების ნაწილი სხვადასხვა დროს ფეისბუქის ჩემს გვერდზე მაქვს დადებული. ბევრმა ჩემმა ვირტუალურმა და არავირტუალურმა მეგობარმა მკითხა, არ აპირებთ ეს ყველაფერი წიგნად გამოსცეთო? მათმა კითხვამ გამაბედინა ეს ნაბიჯი გადამედგა. სამწუხაროდ, ჩემი სტუდენტობის წლებმა მოსკოვში გაიარა და ამის გამო იძულებული ვიყავი რამოდენიმე რუსული ტექსტი, უმთავრესად ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი სიმღერები ჩამერთო. ეს სიმღერები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და ჩემი თაობის სულისკვეთებასა და განწყობას გამოხატავდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს მკითხველს პრობლემას არ შეუქმნის. იმედი მაქვს აგრეთვე, რომ ზოგიერთ მათგანს, ვინც საბჭოეთს არ მოსწრებია, რაღაც წარმოდგენა შეექმნება იმ პერიოდზე, იმ წყობაზე და ცხოვრების იმ ყაიდაზე, რომელიც რუსეთმა თავს მოახვია საქართველოს. წიგნში შესული თავები სამ ნაწილად შეიძლება გაიყოს: პირველი ნაწილი, ჩემი სოცრეალისტური ბავშვობა, მოიცავს წიგნის პირველ ცხრა თავს, მეორე ნაწილი, რაც სტუდენტობას შეეხება, იწყება თავით „ბოდი ლენგვიჯ ანუ პირველი შეხვედრა ამერიკელებთან“ და მთავრდება თავით „ლიტერატურაცენტრიზმი“, მესამე ნაწილი კი ამერიკულ პერიოდზე მოგვითხრობს და მასში წიგნის ბოლო ექვსი თავი შედის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები