ვერ განსჯი იუდას !
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1540
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი ლეკვეიშვილი
გამომცემლობა
გრაალი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
არ ვიცი როგორია სამოთხე, თუმცა ვიცი როგორია ჯოჯოხეთი. მე ისევ ოთახის კუთხეში ვარ მოკუნტული და ვფიქრობ ღმერთზე, ვეძებ მას , როგორც გვირაბის ბოლოში არსებულ სინათლეს, თუმცა ჯერ კიდევ გვირაბის თავში ვარ. იტყვიან, ცაში ყურებას მორჩი, იქ ღმერთი არ ეძებო, ხელი გულთან მიიტანე და მის ადგილმდებარეობას გაიგებო. ეს თუ ასეა, იქვე უნდა იყოს ბელზებელიც, რადგან ადამიანში სამოთხეცაა და ჯოჯოხეთიც, სინათლეცაა და სიბნელეც. როდის იყო გულის განზრახვა ყოველთვის წმინდა. როცა გაბრაზებული ხარ გული გამალებით გიცემს - ეს ეშმაკის ხმაურია. იგივე ხდება სიხარულის ჟამსაც, მაგალითად როდესაც შენი სიყვარულის ობიექტს დაინახავ გული ლამის ამოგივარდეს - ეს უფლის ხმაურია. ამიტომ როცა გეტყვიან ღმერთს სხვაგან ნუ ეძებ, ხელი გულთან მიიტანე და დაინახავ მის ადგილსამყოფელსო, იცოდე , დაცემული ანგელოზის სამოქმედო ტერიტორიასაც იხილავ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები