იტვირთება...

სპილოს ორდენი

ნუგზარ ინჯია

2013 წელი | -
6,609 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.99
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„სპილოს ორდენი“ ნუგზარ ინჯიას სამ დეტექტივს აერთიანებს. წიგნი მკითხველს არაერთ საინტერესო და ამაღელვებელ საათს ჰპირდება. თუ საკმარისი დრო არა გაქვთ, აჯობებს, კითხვა შემდეგისთვის გადადოთ, რადგან ავტორის მიერ მოთხრობილი ნებისმიერი ამბავი პირველივე აბზაციდან ახერხებს დაიპყროს თქვენი ყურადღება, მერე კი, ინტერესის გაუნელებლად, მიგიყვანოთ ფინალამდე, რომელიც, როგორც წესი, იმდენად მოულოდნელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდება ხოლმე, რომ დიდი ხნის მანძილზე რჩება ემოციურ მეხსიერებაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თხრობის მსუბუქი და დინამიკური სტილი, ორიგინალური სიუჟეტი თუ ოსტატურად გამოძერწილი პერსონაჟთა სახეები ავტორის უდავო ნიჭიერებას ადასტურებს, მაგრამ, ამ აუცილებელ კომპონენტებთან ერთად, ნუგზარ ინჯიას დეტექტივები სხვა სახის ნუგბარსაც უხვად სთავაზობს ინტელექტუალ გემოთმოყვარეებს. მწერალი არ კმაყოფილდება დამნაშავის კვალში მდგართა სამძებრო ოსტატობის აღწერით, არც დანაშაულის მოტივების კვლევას სჯერდება და განგვაწყობს, იმაზე გაცილებით მეტ კითხვაზე ვეძიოთ პასუხი, ვიდრე სიუჟეტური კვანძის გახსნას ესაჭიროება. ორიგინალური და სხარტი იუმორით, სატირული ელემენტებით, ალაგ-ალაგ მსუბუქი ფილოსოფიური მსჯელობით, რომელიც ორგანულად ერწყმის და ოდნავადაც არ ამძიმებს მისი თხრობის სტილს, ახერხებს, თვალი აგვიხილოს რეალობაზე, რომელშიც მხოლოდ დეტექტივის გმირები კი არა, თავად ჩვენ ვცხოვრობთ. უცხოური წარმომავლობის გვარებისა და გაურკვეველი გეოგრაფიული დასახელებების მიღმა თვალნათლივ იკვეთება ქართული სინამდვილის კონტურები. ავტორი ცდილობს და შესანიშნავად გამოსდის კიდეც, ღრმად ჩაგვაფიქროს ზოგადად დანაშაულის ბუნებაზე, იმ ფაქტორებზე, რაც, ცალკეული ადამიანების მსოფლმხედველობისა თუ საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენით, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ნებისმიერი სახის გადაცდომისათვის, შემდეგში რომ, ერთი შეხედვით, არაადამიანური ქცევის საფუძვლად გვევლინება. გარდა ამისა, ჩვენს ცნობიერებაში ძალდაუტანებლად ჩნდება და ფესვს იკიდებს აზრი, რომ გულგრილობა, წინდაუხედაობა, უყურადღებობა და სხვა, თითქოს უსაფრთხო, ადამიანური სისუსტეები, ზუსტად იგივენაირად უწყობს ხელს დანაშაულის მომწიფებას, როგორც, ვთქვათ, უკონტროლო გენეტიკური მიდრეკილება ან პიროვნების გამორჩეულად მძიმე წარსული. კითხულობ ამ, თითქოს ერთი ხელის მოსმით დაწერილ, ისტორიებს და შენდაუნებურად აკეთებ დასკვნას: დამნაშავე თუ მსხვერპლი _ ორივე აშავებს და, რაც ყველაზე ყურადსაღებია, ორივე დაუნდობლად ისჯება _ ადამიანური კანონების ან, ყველაფრის მცოდნე, უხილავი მსაჯულის ხელით. ეს წიგნი კი მხოლოდ იმისთვის დაიწერა, რომ ადამიანები მოსალოდნელი სასჯელისგან დაიცვას. ქეთევან გოგიაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სპილოს ორდენი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
208
კატეგორია:
დეტექტივი
ნახვები:
6609
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]