იტვირთება...

არაბი პოეტები

ნანა ფურცელაძე

6,419 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნში წარმოდგენილია V-XX საუკუნეების არაბი პოეტების შემოქმედება. მთარგმნელის შესახებ ნანა ფურცელაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორია. მას ეკუთვნის არაბულიდან შესრულებული არაერთი მხატვრული თარგმანი, მათ შორის, `ათას ერთი ღამე~ გიორგი წერეთლის რედაქციითა და წინასიტყვაობით, რვატომეულის I, II, V და VI ტომები, თბილისი, 1967-1984, `მუალაკები~ - ისლამამდელი არაბული პოეზია, თბილისი, 1985 და სხვ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
არაბული ლიტერატურის ჩვენ დრომდე მოღწეული პირველი ძეგლები V საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება. მას ისლამამდელ ან ჯაჰილიის პერიოდის ლიტერატურას უწოდებენ. რთული კომპოზიციური სქემა, თემათა გარკვეული და განსაზღვრული რეპერტუარი, მრავალფეროვანი პოეტური საზომები, დადგენილი პოეტური კანონი უნდა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამ პოეზიას წინ უძღოდა განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია. ზეპირად შექმნილი ამ ნაწარმოებთა ჩაწერა დაიწყო VII-VIII საუკუნებში. მანამადე ისინი თაობიდან თაობას გადაეცემოდა საგანგებო მთქმელთა-რავიების მიერ. ამ ძეგლებში ასახულია მომთაბარე არაბთა-ბედუინთა ცხოვრების სურათები. ზნეობრივი იდეალები: სიყვარული და სიძულვილი, მტრობა, ომები. ფიქრები სიცოცხლესა და სიკვდილზე. უდაბნო და უდაბნოში სახიფათო მოგზაურობა, ნადირობა და უდაბნოს ტრანსპორტის _ ცხენისა და აქლემის აღწერა. ამ პოეტებს ზოგჯერ უდაბნოს პოეტებსაც, ხოლო პოეზიას ბედუინურ პოეზიას უწოდებენ. კრებულში შეტანილია როგორც ისლამამდელი, ისე ომაიანთა (622-750 წწ.) და აბასიანთა (750-1055 წწ.) ეპოქის სხვადასხვა ჟანრის ლექსები _ სატრფიალო, ღვინის, ასკეტური (ე.წ. ზუჰდია), ნატირალი და სხვ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში იწყება ე.წ. ნაჰდას აღორძინების ეპოქა, კულტურული და ლიტერატურული კონტაქტები ევროპასთან, რასაც მოყვა ახალი ჟანრების, ახალი ფორმების განვითარება. ეს არის ლექსი პროზად, თავისუფალი ლექსი შირ ჰურრ (შდრ. ვერლიბრი) _ ფორმა, რომელსაც ფესვები ძველ არაბულ პოეტიკაშიც აქვს. წიგნში შეტანილ თარგმანთა ერთი ნაწილი გამოქვეყნებულია ზოგიერთ კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში. ნაწილი ქვეყნდება პირველად.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9317-8-9
სათაური:
არაბი პოეტები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
თარგმანი:
არაბულიდან
მთარგმნელი:
ნანა ფურცელაძე
გვერდები:
88
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
6419
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]