ჟამი ჩემი სიჭაბუკისა - ოთხი ცხოვრება

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

8227

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ინდოელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე რაბინდრანათ თაგორი ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი და ნობელის ლაურეატია. დაიბადა 1861 წლის 7 მაისს. ის ეკუთვნოდა ბენგალიელ ბრაჰმანთა ოჯახს, ანუ უმაღლესი სასულიერო კასტის წარმომადგენელი იყო. 1875 წლიდან ბეჭდავდა წერილებს და ლექსებს. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე წერდა ნოველებს და დრამებს. სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტში. ბავშვობიდან გაეცნო სანსკრიტულ ტექსტებს – უპანაშიდების, ბჰაგავატგიტას საგალობლებს, რამაიანას და სხვა. ოჯახში უფროსი ძმები ლიტერატურულ საღამოებს მართავდნენ. ამ ოჯახმა, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა წარსულში, დიდი როლი შეასრულა თავისი ქვეყნის მომავალშიც. 1913 წელს აზიელ მწერალთაგან პირველს, რაბინდრანათ თაგორს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, "ძალიან ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, ავტორის თქმით, გახდა დასავლური ლიტერატურის ნაწილი”. რაბინდრანათ თაგორი გარდაიცვალა 1941 წლის 7 აგვისტოს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-19-832-8
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები288
გამოცემის წელი2013