ელექტრონული პორტრეტები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

5323

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ქეთი ტოროტაძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ელექტრონული პორტრეტები" მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებების კრებულია. ამ ნაწარმოებებიდან ზოგი ნოველაა, ზოგი - მოთხრობა, ზოგი - ჩანახატი, ზოგი კი - ყველა ამ ჟანრის ნაზავი. მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის მცირე პროზა - ასეც შეიძლება განისაზღვროს ამ კრებულის ჟანრი. "ელექტრონული პორტრეტები" რეალისტური თხრობაა რეალურ სინამდვილეზე. ნაწარმოებებში ასახული სინამდვილე მხატვრული სინამდვილე არ არის, მაგრამ თხრობა მხატვრულია, თუმცა მხატვრული გამონაგონის გარეშე - ჩემი თვალით, ჩემი ხედვით დანახული, აღქმული და გადმოცემული სინამდვილე. ფორმით მხატვრული, ხოლო შინაარსით რეალური, დოკუმენტური პროზა - ესეც ამ კრებულის ჟანრული თავისებურებაა. ამასთან, კრებულში შესული თითოეული ნაწარმოები - სულ კი კრებული ჩვიდმეტი პროზაული თხზულებისგან შედგება - ლიტერატურულად დამოუკიდებელი ერთეულია. შერეული ჟანრის (ნოველა, მოთხრობა, ჩანახატი) მცირე პროზის ეს კრებული თემატურადაც მრავალფეროვანია - ვწერ იმაზე, რაც სულ მახსოვს ან გამახსენდა, რაც მომხდარა, რაზეც მიფიქრია და რაც მკითხველისთვისაც მინდოდა გამეზიარებინა. კრებულში ერთმანეთისგან თემატურად სრულიად განსხვავებული პროზაული თხზულებების თანმიმდევრობაც სრულიად შემთხვევითია - არ არსებობს არავითარი წესრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთს ენაცვლება, რითაც მკითხველისთვის ჟანრული და თემატური მოულოდნელობის ეფექტიც იქმნება და კითხვის პროცესიც საინტერესო და სასიამოვნო ხდება. წიგნის გარეკანზე გამოყენებულია პაბლო პიკასოს ნახატი "ბიჭი ძაღლით" (1905). რედაქტორი - ნინო მამისაშვილი გარეკანის დიზაინი - თათა ხვედელიძე

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-1567-6
გამომცემლობაქეთი ტოროტაძე
გამოცემის წელი2019