და დრო გადიოდა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4254

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

მანანა მენაბდეს იგავების ციკლი “და დრო გადიოდა..”, რომლებიც წლების განმავლობაში, ორი კულტურის გადაკვეთაზე - ბერლინსა და თბილისში იწერებოდა, ერთიან ციკლს ქმნის. მასში იკითხება ქართული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი მოტივებიც და ევროპული მხატვრული თუ ფილოსოფიური აზროვნების ნაკვალევიც. იგავებში იუმორით გაჯერებული ლაკონურობით და ხატოვნებით ადამიანის მარადიული პრობლემებზე მსჯელობას ვხვდებით. ამიტომაც შემთხვევითი როდია, რომ იგავების გმირი, ზოგადად, “კაცი”, “ადამიანია”, რომელსაც “სიზმრის სიზმრად” ქცეული სამყაროს წინაშე შიში იპყრობს. მის ბედისწერას კი საკუთარი არჩევანი განაპირობებს; ხოლო იგავების დასასრულის მრავალმნიშვნელოვნება თითქოს იმაზე მიგვითითებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი გამართლებულია. იგავების ენაც მინიმალისტურია, სადაც ზოგან რუსთაველისეული ალიტერაციები პოეტურ ელფერს ანიჭებს მათ, ხოლო ტროპული მეტყველებისთვის დამახასიათებელი სახეები იგავების დამატებით განზომილებებს, შრეებს გამოკვეთს.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასაქართველოს აკადემიური გამომცემლობა-Academic press of Georgia
გამოცემის წელი0