მხოლოდ ერთი საღამო

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2794

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

თეთრი გიორგი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წინამდებარე წიგნი ერთგვარი თეატრალური ლექსიკონია. ყოველი წიგნის აღნაგობა თავისებურია, რასაც წიგნის დანიშნულება განაპირობებს. რა არის ამ ლექსიკონის დანიშნულება? - ცოდნის მოსურნე მოზარდი ვაზიაროთ სასცენო ხელოვნების რთულსა და მიმზიდველ სამყაროს, რათა იგი მის რაობაში გაერკვეს, - იმიტომ, რომ ხელოვნების ეს სახეობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იქნება. თეატრალური ლექსიკონი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, ნაცნობ სტანდარტზე აგებული ცნობარი, სადაც ანბანური წესით, მოკლედ იქნება განმარტებული ამ ხელოვნების შემადგენელი ნაწილები, - მით უფრო, რომ მისი მიზანი ამჯერად არის არა მხოლოდ ცალკეულ ტერმინთა განმარტება, არამედ საერთოდ თეატრის სამყაროს გაცნობა. ტერმინი ამ შინაარსში იქნება ჩართული, ოღონდ არა ანბანური თანამიმდევრობით, არამედ შესაბამისად სათაურისა - „მხოლოდ ერთი საღამო...“ რატომ ასეთი სათაური? იმიტომ, რომ თეატრის ქმნილება - სპექტაკლი - მხოლოდ ერთ საღამოს ცოცხლობს. განმეორებისას - ისევ მხოლოდ ერთ საღამოს! არაა დიდი დრო, მაგრამ რამდენს იტევს იგი? რადგან ყველგან და ყოველთვის ადამიანები თეატრში თვითონ მიდიან, ესწრებიან წარმოდგენას, მისი დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდებიან, ჩვენი თხრობაც ამ მარადიულ რკალში წარიმართება. რაც შეეხება ლექსიკონის მთლიან შინაარსს, კომპოზიციურად მას შეკრავს პირველი და ბოლო კითხვები - რისთვის მიდის მაყურებელი თეატრში და რა მიჰყვება მას თეატრიდან ცხოვრებაში? რამდენი განცდა, რამდენი ფიქრი... და ერთი სურვილი - კიდევ მინდა თეატრში წასვლა.. და წავალ, აუცილებლად! - იმისთვის, რომ ისევ შევხვდე ხელოვნებას!

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობათეთრი გიორგი
გამოცემის წელი2007