მფარველი ანგელოზი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
6917
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფრანსუაზ საგანი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ფრანსუაზი დაიბადა 1935 წელს. ბავშვობიდანვე ძნელად ემორჩილებოდა წესებს, კათოლიკური პანსიონის მონაზვნები ამაოდ ცდილობდნენ მოერჯულებინათ ეს ულამაზო, გრძელცხვირა და სევდიანთვალებიანი გოგონა. 19 წლისამ თავისი პირველი რომანი «სალამი, სევდავ!» გაუგზავნა გამომცემელს. ის იყო და ის, წარმატება მთელი ცხოვრება არ მოჰკლებია. როგორც ხშირად აღნიშნავდნენ მაშინ, ეს იყო ტექსტი, სადაც ყველაფერს თავისი სახელი ერქვა, სიხარულს ─ სიხარული, სევდას ─ სევდა, სექსს ─ სექსი, და ყველაფერი იყო სადა. ბევრს აკრიტიკებდნენ, რადგან სოციალური თემატიკით არ ინტერესდებოდა, ერთი ადამიანის ტრაგედია უფრო მეტად ანაღვლებდა, ვიდრე საზოგადოებრივი კატაკლიზმები. თავისი ალბათ ყველაზე გულწრფელი რომანი «მფარველი ანგელოზი»1968 წელს დაწერა. ამჯერადაც ვერ მოეშვა თავის ჭეშმარიტად დიდ სიყვარულს─აწყვეტილი სიჩქარით სვლას და ძვირფას მანქანებს, «იაგუარს», «ასტონ მარტინს», «როლს როისს». ეს გახლავთ ერთგვარი სარაინდო─სატრფიალო რომანი მეოცე საუკუნის ლოს-ანჯელესში გადმოტანილი, სავსე მსუბუქი ირონიით, სევდითა და უცნაური სიკეთით. 2004 წლის 24 სექტემბერს, ნახევარსაუკუნოვანი დიდების შემდეგ, ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა ფრანსუაზ საგანი, მწერალი, რომელსაც არასდროს დავიწყებია, რომ ქალი იყო.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები