უკანასკნელი მოწმეები - სოლო ბავშვის ხმისათვის
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
2453
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სვეტლანა ალექსიევიჩი
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის. ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზია – და კლავს“. სულისშემძვრელი სისასტიკის სურათებს აქ ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ენაცვლება, „მხოლოდ ზღაპარში ანდა ომის დროს“ რომ შეიძლება მოხდეს. ქაოსში, სადაც დედის მონატრება და შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერიც კია, ვიღაც მაინც პოულობს ახლობელს, სხვას გაუსაძლისი ტანჯვისას ანგელოზი ანუგეშებს, ბევრს კი, ძალიან ბევრს, სრულიად უცხო ადამიანი ეხმარება, რადგან „უცხო ადამიანი არ არსებობს“, ყველა ახლობელია და ლენინგრადის ბლოკადისას შიმშილს გადარჩენილი ბავშვებიც გერმანელ ტყვეს უკანასკნელ პურის ნაჭერს აწვდიან...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები