იტვირთება...

ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი (წიგნი I)

ბესიკ ლაგვილავა

755 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
“ბოლო სიტყვები?! - მიაძახებს რომანის გმირი ლეო, მეორე გმირს, რომელიც ხიდიდან გადახტომას და თავის დახრჩობას აპირებს, მანამ, სანამ ეს უკანასკნელი, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდეს! - სად არის შენი შთამბეჭდავი ბოლო სიტყვები?! ჩემი კოლექციისთვის მჭირდება... თვითმკვლელი ისე ხტება მტკვარში, რომ ბოლოს სიტყვებს არ ამბობს. “გაფუჭდა ხალხი! - გადაიხარხარებს ლეო, - თავს იკლავენ და ლამაზი ბოლო სიტყვების მოფიქრებაც კი ეზარებათ! პროზად აქციეს პოეზია!” თუმცა, თვითმკვლელი ტოვებს საქაღალდეს, რომელსაც გარედან აწერია “ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი სიკვდილმისჯილთათვის. ცხოვრება თანამედროვე Fფაუსტისა”. არსებობს თემა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და თუ არსებობს, საით მიდის ფაუსტის სული სიკვდილის შემდეგ. ლეო ყოველღამით მოივლის თბილისის ხიდებს და თვითმკვლელებს ეძებს. ვინ არის ლეო? ის უცნაური “მაშველია”. გადაწყვეტილების მიღებაში შველის მათ, ვინც თავის მოკვლას გადაწყვეტს, ღამით ხიდზე ავა საკუთარი გადაწყვეტილების აღსასრულებლად და... ბოლო წამს, ყოყმანს იწყებს! მას შეუძლია, რამდენიმე სიტყვით აგრძნობინის ადამიანს, რომ მისი სიცოცხლე... ჩირადაც არ ღირს! ვის ღვიძავს ღამე? ტყეში მგელს და ქალაქში ქურდს, ღამურას, და... ეშმაკს. ის არც ქურდია, არც სასაცილო “ბეტმენი... მას ლეო ქვია! ის უცნაურ კოლექციას -თვითმკვლელთა ბოლო სიტყვებს “აგროვებს”?! იქნებ სულით ავადმყოფია?! იქნებ ის არის, ვისაც, ჯოჯოხეთში მიყავს თვითმკვლელთა სულები... ან იქნებ... თუმცა, ამაზე ამ წიგნის მეორე ნაწილის 504 გვერდზე, სადაც ლეო ხიდზე, კიდევ ერთ, ჰუმორით სავსე არსებას გადაეყრება...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
“ბოლო სიტყვები?! - მიაძახებს რომანის გმირი ლეო, მეორე გმირს, რომელიც ხიდიდან გადახტომას და თავის დახრჩობას აპირებს, მანამ, სანამ ეს უკანასკნელი, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდეს! - სად არის შენი შთამბეჭდავი ბოლო სიტყვები?! ჩემი კოლექციისთვის მჭირდება... თვითმკვლელი ისე ხტება მტკვარში, რომ ბოლოს სიტყვებს არ ამბობს. “გაფუჭდა ხალხი! - გადაიხარხარებს ამ რომანის ერთ-ერთი გმირი, - თავს იკლავენ და ლამაზი ბოლო სიტყვების მოფიქრებაც კი ეზარებათ! პროზად აქციეს პოეზია!” თუმცა თვითმკვლელი ტოვებს სქელ საქაღალდეს, რომელსაც გარედან აწერია “ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი სიკვდილმისჯილთათვის ანუ ცხოვრება თანამედროვე ფაუსტისა”. არსებობს თემა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის მერე და თუ არსებობს, საით მიდის ფაუსტის სული სიკვდილის შემდეგ. ლეო ყოველ ღამით საკუთარ ძაღლთან ერთად მოივლის თბილისის ყველა ხიდს და თუ ხიდზე შემთხვევით თვითმკვლელებს გადაეყარა, მათ ესაუბრება. ვინ არის ლეო? ის ყველაზე უცნაური “მაშველია”. გადაწყვეტილების მიღებაში შველის მათ, ვინც თავის მოკვლას გადაწყვეტს, ხიდზე ავა საკუთარი გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ბოლო მომენტში, ყოყმანს იწყებს?! მას შეუძლია, რამდენიმე სიტყვით აგრძნობინის ადამიანს, რომ მისი სიცოცხლე... ჩირადაც არ ღირს! ლეოსთან შეხვედრის მერე მერე, თითქმის არავის უყოყმანია და გადაუფიქრია თავის დახრჩობა! თუ თავის მოსაკლავად ხიდზე ახვალთ და შემთხვევით უზარმაზარ როტვეილერთან ერთად მოსირნე, სახეზე ქუდჩამოფხატული კაცი შემოგხვდათ, ნუ შეგეშინდებათ. განსჯის და ყოყმანის ჟამს, ლეო მზად არის დაგარწმუნოთ, იმ გადაწყვეტილების სისწორეში, რამაც ამ ხიდზე მოგიყვანათ. ვის ღვიძავს ღამე? ვის ღვიძავს მაშინ, როცა ღამის დარაჯიც ჩუმად ფშვინავს ან ხმამაღლა ხვრინავს?! ტყეში მგელს და ქალაქში ქურდს, ბოზს... კიდევ ეშმაკს და ღამურას. ის არც მგელია, არც ქურდი და ბოზი... არც სასაცილო “ბეტმენი” ან რაიმე სახის სუპერმენი... მას ლეო ჰქვია! ვინ არის ლეო? იქნებ ის არის ვინც ძალზედ უცნაურ კოლექციას – თვითმკვლელთა ბოლო სიტყვებს “აგროვებს”?! იქნებ სულით ავადმყოფია?! ან იქნებ ის არის, ვისაც, ჯოჯოხეთში მიყავს თვითმკვლელთა სულები... ან იქნებ... იქნებ... თუმცა, ამაზე ამ ორ ნაწილიანი წიგნის მეორე ნაწილის 504 გვერდზე, სადაც ლეო მორიგ თვითმკვლელთან გასაუბრების მერე კიდევ ერთ, ჰუმორით სავსე არსებას გადაეყრება...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-1052-7
სათაური:
ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი (წიგნი I)
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
გვერდები:
504
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
755
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]