ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი (წიგნი I)
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
2836
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბესიკ ლაგვილავა
გამომცემლობა
ბესიკ ლაგვილავა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
“ბოლო სიტყვები?! - მიაძახებს რომანის გმირი ლეო, მეორე გმირს, რომელიც ხიდიდან გადახტომას და თავის დახრჩობას აპირებს, მანამ, სანამ ეს უკანასკნელი, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდეს! - სად არის შენი შთამბეჭდავი ბოლო სიტყვები?! ჩემი კოლექციისთვის მჭირდება... თვითმკვლელი ისე ხტება მტკვარში, რომ ბოლოს სიტყვებს არ ამბობს. “გაფუჭდა ხალხი! - გადაიხარხარებს ლეო, - თავს იკლავენ და ლამაზი ბოლო სიტყვების მოფიქრებაც კი ეზარებათ! პროზად აქციეს პოეზია!” თუმცა, თვითმკვლელი ტოვებს საქაღალდეს, რომელსაც გარედან აწერია “ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი სიკვდილმისჯილთათვის. ცხოვრება თანამედროვე Fფაუსტისა”. არსებობს თემა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და თუ არსებობს, საით მიდის ფაუსტის სული სიკვდილის შემდეგ. ლეო ყოველღამით მოივლის თბილისის ხიდებს და თვითმკვლელებს ეძებს. ვინ არის ლეო? ის უცნაური “მაშველია”. გადაწყვეტილების მიღებაში შველის მათ, ვინც თავის მოკვლას გადაწყვეტს, ღამით ხიდზე ავა საკუთარი გადაწყვეტილების აღსასრულებლად და... ბოლო წამს, ყოყმანს იწყებს! მას შეუძლია, რამდენიმე სიტყვით აგრძნობინის ადამიანს, რომ მისი სიცოცხლე... ჩირადაც არ ღირს! ვის ღვიძავს ღამე? ტყეში მგელს და ქალაქში ქურდს, ღამურას, და... ეშმაკს. ის არც ქურდია, არც სასაცილო “ბეტმენი... მას ლეო ქვია! ის უცნაურ კოლექციას -თვითმკვლელთა ბოლო სიტყვებს “აგროვებს”?! იქნებ სულით ავადმყოფია?! იქნებ ის არის, ვისაც, ჯოჯოხეთში მიყავს თვითმკვლელთა სულები... ან იქნებ... თუმცა, ამაზე ამ წიგნის მეორე ნაწილის 504 გვერდზე, სადაც ლეო ხიდზე, კიდევ ერთ, ჰუმორით სავსე არსებას გადაეყრება...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები