იტვირთება...

Amapola

არდაშელ თაქთირიძე

2018 წელი | ანბანი
1,238 ნახვა
4.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ნებისმიერ მწერალს, საზოგადოდ, არ უყვარს პიროვნული ანალოგიები და გაურბის მისი პერსონალური, ღრმად ინდივიდუალური შემოქმედების სხვათა შემოქმედებასთან გაუფრთხილებლად შედარებას. მწერლის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ, თუმცა, ყველა სხვა სფეროში ის შესაძლოა უაღესად მოკრძალებულ და მორიდებულ ადამიანად გვევლინებოდეს, მაგრამ სამწერლო დაზგასთან - გულის სიღრმეში - მას საკუთარი თავი განუმეორებელ დიდოსტატად და ტიტანად წარმოუდგენია. ზოგჯერ მაინც - ისე საერთოდ არ ღირდა მწერლობა... ამ მხრივ მწერალი უაღრესად და უსაზღვროდ ამბიციური ადამიანია. ამიტომ ყველა შედარება ერთი მწერლისა მეორესთან, ძალზე ფრთხილად უნდა კეთდებოდეს, რათა შემოქმედს მისხალი ეჭვიც არ შეეპაროს საკუთარი „პირველი ღამის“ ღვთიურ უფლებაში. ერთადერთი კი ვისთანაც შედარება მაინც დასაშვებია - ეს მსოფლიოში აღიარებულ რომელიმე კლასიკოსთან. თანაც არა ცოცხალთან, არამედ უმჯობესია იმასთან, ვინც უკვე იპობა კუთვნილი ადგილი სამუდამო ლიტერატურულ სასუფეველში. ამიტომ გავბედავ, გავკადნიერდები და გავრისკავ: სამართლიანად შევადარებ გიორგი თაქთაქიშვილის შემოქმედებას წარსულის ერთ-ერთი ასეთი აღიარებული კლასიკოსის - ამერიკული ლიტერატურის უქრობელი მანათობელი ვარსკვლავის, ო.ჰენრის ფსევდონიმით ცნობილ უილიამ სიდნეი პორტერის შემოქმედებას. იმედია, მეპატიება ეს პატარა ცოდვა. რა მაიძულებს სწორედ ასეთი შედარების გაკეთებას? „ქართველი ო.ჰენრი“ - ეს ხომ უბრალო შედარებაა არ არის, ეს ხომ წოდებაცაა და მოწოდებაც! პირველ ყოვლისა, ამას ის მაიძულებს, რომ არდაშელის მოთხრობებს (აქაც ფსევდონიმი!) კითხვისას უბრალოდ ვერ წყდები - ეს კი ლიტერატურული სიძლიერისა და ოსტატობის უმთავრესი ნიშანია. გავიმეოროთ ჩვენც ცნობილი შოთასეული სიბრძნე: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ - არა დაგვაკლდება რა. რამდენიმე სიტყვა კრებულში შერჩეულ მოთხრობებზე. სენტიმენტალური „ამაპოლადან“ ერთგვარი ცხოვრებისეული სიბრძნით დახუძლულ „ესტაფეტამდე“ - ანუ თავიდან ბოლომდე - კრებული გაჟღენთილია სწორედ რომ ფაქიზი ოჰენრისეული ირონიით, შეფარული დარდით ამა ქვეყნის შეჭირვებულთა მიმართ (სოციალური მომენტი!) და „დიდი“ ადამიანური გრძნობების „მცირე ფორმის“ ფარგლებში მოთავსებით თხრობის სიმკვრივის გაზრდის ხარჯზე. მაგალიტად გამოდგება „პაემანი“ - ეს მოთხრობა უბრალოდ განახლებული და სახეცვლილი ოჰენრია, ოღონდ საუკუნით აქეთ გადმოტანილი და ორიგინალურ ქართულ სინამდვილესთან შერწყმული. არც კი ვიცი, ამ შემთხვევაში, შექებაა ეს ჩემი მხრიდან თუ ზედმეტი სითამამე... და არა ოჰენრითა ერთითა... ოჰენრის გარდა აქ აწ გარდასული კლასიკოსებიდან სხვებმაც შეიძლება შეგახსენოს თავი. მაგალითად, იაპონელმა აკუტაგავა რიუნოსკემაც და ევროპიელმა კაფკამაც: არდაშელის „დეტექტივური ნოველა“ რაღაც ძაფებით აკუტაგავას „უსიერ ტყესთანაა“ გადაბმული, ხოლო მოთხრობა „სიკვდილმისჯილი“ უცბად კაფკიანურ სამყაროში გადაგვისვრის... მეტს აქ არაფერს ვიტყვი - მკითხველმა თავად უნდა წაიკითხოს და განსაჯოს, რამდენად მართალი ვარ. რაღაც ხომ მკითხველსაც უნდა დავუტოვოთ... აღსანიშნავია, რომ არდაშელ თაქთირიძე სოციალურის გარდა არც პოლიტიკურას თემებს გაურბის, რაც, და კიდევ ის, რომ მწერალს შესაშური მრავალმხვრივობა და - იშვიათი ხილი - ერუდიცია ახასიათებს, ფრიად პოზიტიურად განასხვავებს მას ბევრი მისი ქართველი კოლეგისგან აქტუალურ ლიტერატურულ სივრცეში. არდაშელის მოკლე, სხარტ და ემოციურად დატვირთულ მოთხრობებში, ჩვენს თვალწინ თითქოს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის პანორამა იშლება - საბჭოთა ეპოქის უხილავ მარწუხებში მოყოლილი პატარა ადამიანების სვე-ბედიდან („დედის გული“, „მაშო ბებო“), საშინელი 90-იანების მწარე ყოველდღიურობად ქცეულ ტრაგედიებამდე („ეტლი“, „ქირურგი“). კრებულში ასევე იხილავთ ნამდვილ ოდას ქართულ-ებრაულ ათასწლოვან მეგობრობაზე („ალია საქართველოდან“) და, ალბათ, იგივე კონტექსტშია მოსააზრებელი მოთხრობა „ვატაშინონამაევა შოთადეს!“ - ჩვენს ლეგენდარულ ძიუდოს მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილზე. თანამედროვე საქართველოს ცინიკური რეალობა ავბედითად გამოკრთის ერთის შეხედვით თითქოსდა სახუმარო მოთხრობაში “ცდუნება“ - არადა, ასე ყოფილა, თურმე, ეს ქვეყანა მოწყობილი, ქვეყანა, სადაც ქრთამი თვით ჯოჯოხეთს ანათებს, მიდი და ნუ დაიჯერებ... სმ კორუფციულ გარემოში აღარ უნდა გაგიკვირდეს არც ბოროტების გაუმაძღრობა („მაწანწალა“) და არც ადამიანური სიმდაბლე, რომლის წინაშე ხშირად უძლურნი ვართ - ისევე, როგორც ნაზი ელეგიითა და დარდით აღვსილ „დედაენაში“, რომელსაც ფონად 14 აპრილის ცნობილი პოლიტიკური ამბები მოყვება. არად, სინამდვილეში ესაა მოთხრობა ჩვეულებრივ ადამიანურ ნაძირლობაზე, უუნარობაზე, სიყვარულის ვერდაცვასა და ერთხელ დაშვებული მთავარი შეცდომის ფასზე. მოთხრობებს ჩვენი ავტორი არცთუ იშვიათად მოხდენილი ფილოსოფიური წიაღსვლებითც ამდიდრებს („წესიერება“, „ნიღაბი“). ოჯახის უჩინარი და ულევი სიყვარული გადმოიღვრება მოთხრობიდან „ბაზარი“ - მამის პორტრეტი ამ მოთხრობიდან, ნეტავი, რომელ ქართველ მამას არ მოგვრის ერთ კურცხალს მაინც... გამორჩეულად რეალისტურია ფანტასტიკასა და ალტერნატიული ისტორიის საზღვარზე დაწერილი მოთხრობა „კოსმოსში“, რომელშიაც, ერთ ცალკე აღებულ თბილისელი ინტელიგენტის ბიოგრაფიის მაგალითზე, როგორც წყლის წვეთში ოკეანე, აირეკლება მთელი ქართული საბჭოთა ინტელიგენციის ბედი, ბედი იმ სოციალური ფენისა, რომელიც იმ ძველი დიდი ქვეყნისა და ჩვეული წყობის დანგრევის შემდეგ, თითქმის ტოტალურად დაემსგავსა ნაპირზე ცუნამით გამორიყულ ცოცხალმკვდარ ქაშაყს, რომელსაც დიდი ხანი სიცოცხლე აღარ უწერია, რამეთუ ოკეანემ უკან დაიხია... მაშ, დავულოცოთ ლიტერატურული გზა ორ ქართველ ო.ჰენრის - არდაშელ თაქთირეძესა და გიორგი თაქთაქიშვილს! გიორგი ლორთქიფანიძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ყველაფერი მარტივი გენიალურია - ასე იყო ოდესღაც თქმული უცნობი ჭკვიანი კაცის მიერ. მე ამას დავამატებდი, რომ ყველაფერი ნიჭიერი უბრალო და სადაა. გიორგი თაქთაქიშვილს (არდაშელ თაქთირიძეს - ასე იცნობს მას მკითხველი და მიმდინარე ლიტერატურული პროცესით დაინტერესებული ქართული ფეისბუკის ფართო მომხმარებელი) სამწერლო ნიჭი უხვად უბოძა უფალმა. ნიჭია, აბა რა - როდესაც ასე ლაკონურად, მოხდენილად, საინტერესოდ და, ერთი შეხედვით, თითქო უსაფრთხოდ და შორი მანძილიდან, ანუ განყენებულად, გვიყვები ქვეყნის ჭირსა და ვარამზე და პატარა ადამიანების დიდ განცდებზე ამ ჭირსა და ვარამში. ყველაფერ იმაზე, რაც ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ გარემოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა და ხდება. თან ისეთ ამბებს გვიყვები, ისეთ ნიუანსებს უღრმავდები და ისეთი ბილიკებით გვიკვლევ გზას, რომლებსაც სხვები ან ვერ ხედავენ, ან სულაც განგებ გაურბიან. ეგაა ოღონდ, რომ ასეთ ნიჭს თან აქილევსის ქუსლიც ახლავს. თავდაუბებურად სოციალური ხასიათის მწერალი ხდები. ანუ, არ გიმართლებს ამ ჩვენს მოყირჭებულ პოსტმოდერულ რეალობაში. აქ, შესაძლოა, სავსებით სამართლიანი კითხვა დაისვას: ეგ „არგამართლება“ რას უნდა ნიშნავდეს და რაში გამოიხატება? განა სიტყვა „სოციალური“ დღესაც სალანძღავია? ნუთუ ვეღარ უნდა გამოვიდეთ სიბნელისა და ობსკურანტიზმის ამ მოჯადოებული წრიდან, ვეღარ უნდა გავარღვიოთ იგი? აღარ დადგა დრო? ამ კითხვაზე მოკლე და არასრულყოფილი პასუხის გასაცემად, მცირედი ისტორიული ექსკურსი წაგვადგებოდა. სხვანაირად კი, ჩემი აზრით, გიორგი თაქთაქიშვილის მწერლური ფენომენის გაგება ოდნავ გაგვიჭირდება. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელ სისტემურ ქართულ ლიტერატურაში (უფრო სწორად, იმაში, რაც დღეს ამ სიტყვათწყობაში მოიაზრება) სოციალური თემა ფრიად არაპოპულარულია. მეტიც, ერთობ საშიშ და არაპროგნოზირებად მოვლენადაც კი მიიჩნევა ლიტბიუროკრატიასთან დაახლოებულ საგამომცემლო წრეებში. სოციალური საკითხის მიმართ ამგვარ შიშნარევ მიდგომას ჩვენთან თავისი ისტორიული წინაპირობები გააჩნია. მას შემდეგ, რაც განგების ნებითა და ძალით, სოციალისტურმა რეალიზმმა საქართველოში ჩაილურის წყალი დალია, მას თანდათანობით - და სრულიად ბუნებრივად - ჩვეულებრივი და თითქოსდა სავსებით ნეიტრალური, კრიტიკული რეალიზმიც მიყვა. ყველაფერი ეს - ახალი დაუწერელი კანონის მიცედვით - წყეულ საბჭოთა გადმონაშთად გამოცხადდა და უმოწყალოდ იქნა მოსროლილი ლიტერატურულ სანაგვეზე, მენაგვის ფუნქცია კი 90-იან წლებში გამოჩეკილმა, ვითომ ნატიფმა და ევროპეიზირებულმა, სინამდვილეში კი მოხუნვეიბინო-მოწერლო ელემენტებისგან შემდგარმა ხელოვანთა ახალმა თაობამ შეითავსა. უკანასნელ 10-15 წელიწადში ამ ელემენტებმა თითქმის მთლიანად შეავსეს მთელი ლიტერატურული სცენა და ისე მოხდენილად და უალტერნატივოდ შესთავაზეს და მოახვიეს საზოგადოებას თავზე საკუთარი პერსონები, ისე მოირგეს „ქართული მწერლობის“ საპატიოს სახელი, რომ ძველ, ხშირად ნაძველბიჭარ, თუმცა ნამდვილად დამსახურებულ „ლიტერატურულ მასტოდონტებს“ აღარაფერი დაუტოვეს უმწეო წყელვა-კრულვაში გარდამავალი ოხვრა-ხვნეშის გარდა. აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ამ „მოხუნვეიბინო წრეში“ მართლაც წამოფრთიანდა რამდენიმე უთუოდ ნიჭიერი და, იქნებ, ახალ დინებებსა და ცდუნებებს შემთხვევით აყოლილი ნამდვილი ლიტერატორიც, თუმცა, „ქართული ლიტერატურული ხუნვეიბინიზმის“, როგორც მოვლენის, შეფასებას, მათი შემოქმედება და მოღვაწეობა არსებითად არ და ვერ შეცვლის. კასტა მაინც კასტაა და კასტის კანონებიტ ცხოვრობს. პარალელურად ამისა, პრაქტიკულად წყვეტს თავის საქმიანობასა და არსებობას ქართული ლიტერატურული კრიტიკა. აქაც იგივე სურათია. გამონაკლისის სახით რამდენიმე ნორმალური კრიტიკოსი ქართულ ლიტერატურას დღემდე შემორჩა, მაგრამ თავად კრიტიკამ (როგორც ჟანრმა) განიცადა სრული დეგრადაცია და კრახი. ძველი ფორმით ის უბრალოდ აღარავის სჭირდება, მეტიც - მხოლოდ ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი პირობაა, რადგან უნებლიედ ფრთების შეკვეცის საფრთხის მატარებელია პრემიებსა და ფესტივალებს მოწყურებული და მომლოდინე მავანი ახალ- და ძველგაზრდა „ლიბერალური“ ლიტერატურული კარიერისტისთვის. შინაარსობრივად კი ქართულ კრიტიკას მოუვიდა იგივე, რაც ქართულ ფეხბურთს. ანალოგია აშკარა და თვალშისაცემია: ცალკეული კრიტიკოსები, ისევე როგორც ცალკეული ფეხბურთელები, გადარჩნენ და ჩვენ ზოგჯერ ვამჩნევთ კიდეც მათ მოედანზე, მაგრამ ეროვნული კრიტიკაც და ეროვნული ფეხბურთიც, როგორც თვითმყობადი მოვლენები, განვლილი წლების მანძილზე ერთობლივად და პარალელურ რეჟიმში ქრებოდნენ ჩვენი თვალსაწიერის არეალიდან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახალი, „დემოკრატიული“, ეპოქის მიერ შემოტანილი ნოვაცია იყო. კრიტიკის დეგრადაცია, პირველ ყოვლისა, იმაში გამოიხატა, რომ გაქრა და მოისპო სპეციალური კრიტიკული ჟურნალები, კრიტიკული აზრი კი საბოლოოდ ჩაიხარშა საკუთარ თავსა და ქვაბში, რაღაც უვიწროეს და მუდმივად კუმშვად პროფესიულ წრეში. აღარც ერთი ჭეშმარიტი აღმაფრენა, არც ერთი მკვეთრი გაელვება მოღუშულ ცაზე... ძალიან მალე ამ წრის შიგნითაც და გარეთაც ფრიად არამოდური ხდება უთვალავი „აღმომავალი ვარსკვლავის“ შემოქმედებაზე რაღაც მცირედი აუგის თქმაც კი - მომავალი ლიტკონკურსების ჟიურიში ვერმოხვედრისა და მარგინალიზიციის შიშით. ასე და ამგვარად, დღეს საქართველომ „დიდი მწერლების“ ოდენობით ლამის მთელ დანარჩენ მსოფლიოს გაუსწრო - თვითშეფასების მხრივ... ლიტერატურული მაამებლობა პატარა, მაგრამ მაინც მომგებიანი ბიზნესი გახდა. შედეგი სახეზეა: მიმდინარე ეპოქაში ლიტერატურული პრემიებისა და ჯილდოების მინიჭების მექანიზმი წინასწარ ეტაპებზე ყველას ეხება - სპონსორებს, ბანკირებს, ბავშვობის ძმაკაცებს, საქმიან პარტნიორებს, პარლამენტისა თუ საკრებულოების დეპუტატებს, გამგებლებს, მინისტრებს, რექტორებსა და დირექტორებს - მოკლედ, ყველას ამ საცოდავი კრიტიკოსების გარდა. მაგრამ დასკვნით ეტაპზე, საფინალო სასტვენის წინ, მათი დასტურიც ხომ საჭიროა - ასეთია ფესვგანდგარი და ჩვეული ტრადიცია, რომელიც უხდება პრემიას, ვითარცა მარილი ხაშლამას... რა თქმა უნდა, ყოველივე ამან იქონია ძალზე უარყოფითი გავლენა ქართულ მწერლობაზე მთლიანად. რეალობაში კი ძველი, საბჭოთა და ფრიად არასრულყოფილი მწერალთა კავშირი სადღეისოდ ახალმა, ანტისაბჭოთა და ასევე არსრულყოფილმა, ოღონდ უკვე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილ შალში გახვეულმა „ტუსოვკამ“ შეცვალა. დღეს ეს „ლიბერალური კავშირი“, მმართველი წრეების იდეოლოგიასთან მონათესაობისა და ლიტერატურურ ბიუროკრატიასთან გადაფსკვნილობის გამო, პრაქტიკულად იგივე სახელმწიფო ფუნქციას ასრულებს, რასაც მაშინდელი მწერალთა კავშირი ასრულებდა. იმ განსხვავებით, რომ მანქანებსა და ბინებს ვეღარ არიგებს და სიღარიბის გამო პრემიებითა და საფესტივალო მივლინებებით შემოიფარგლება. ეს არცაა გასაკვირი - როგორი სახელმწიფოც აშენდა, ისეთივე შემოქმედებითი „კავშირებიც“ შობა, ახალი ამაში არაფერია. აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ამ რეფორმატორული ჟინით გაჟღენთილ როდეოში მონაწილეობისას, არა მარტო კრიტიკულ ჟურნალებს, არამედ ყველა სხვა შინაარსისა თუ მიმართულების ლიტერატურულ ჟურნალებსაც დაუდგა მძიმე ხანა. მათ შორის ისეთ ჟურნალებსაც, სადაც, წესით, თავის დროზე გიორგი თქთაქიშვილის ლიტერატურული დებიუტი უნდა შემდგარიყო და მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნებულიყო. აქაც სათანადო განმარტებაა გასაკეთებელი. ჩემი ახალგაზრდობის წლებში, ცნობილი ლიტერატურული ჟურნალის („ცისკრის“ ან „მნათობის“) ფურცლებზე პირველად გამოჩენა, შენი პირველი მოთხრობისა თუ ლექსის გამოქვეყნება (და მეორე-მესამისაც), დაახლოებით იგივე იყო - ისევ საფეხბურთო შედარებას მოვიყვან, - რაც თბილისის „დინამოს“ მაისურით მწვანე მინდორზე პირველად გამოსვლა ორმოცი ათასი ქომაგის წინაშე. სიამაყე, ფეხისა თუ ხელის უკონტროლოდ აკანკალება, შიში, პასუხისმგებლობა, მომავლისა და დაფასების იმედი... ყველაფერი ეს ერთად ათქვეფილი, და ყველა მიმდებარე გრძნობას ვერც კი ჩამოთვლი კაცი. დღეს, სამწუხაროდ, მავანი ლიტერატურასთან აფილირებული პირი არ აღიარებს, ან ბოლომდე ვერ აღიქვამს, ამ ნეოფიტური გრძნობების იმანენტურ სიდიადესა და მათ ჭეშმარიტ ფასსა და ღირებულებას. ბევრმა კი, შესაძლოა, უბრალოდ არც კი იცის, რომ ისტორიული თვალსაზრისით სულ რაღაც გუშინ-გუშინწინ, ნამდვილი ლიტერატურა იჭედებოდა და კეთდებოდა არა კერძო გამომცემლობებში, უცხოური წარმოშობის ფონდების ბორდების სხდომებსა ან, მით უმეტეს, კონკურსებზე, არამედ, პირველ ყოვლისა, ლიტერატურულ ჟურნალებში. ასე იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, მაგრამ საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით. უფროს (ანუ ჩემს) თაობებს შესანიშნავად გვახსოვს, რომ სწორედ ლიტერატურული ჟურნალი იყო ის პოლიგონი, სადაც იწრთობოდა მაღალი ხარისხის ლიტერატურული ფოლადი. ბოლო-ბოლო, მარტო ის რად ღირდა, რომ ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული ჟურნალების ტირაჟი ამ ჩვენ პატარა საქართველოში ათეულ ათასობით ეგზემპლაარს ითვლიდა და, რაც მთავარია, ხალხი მათ კითხულობდა, ეტანებოდა. დღევანდელი ლიტჟურნალების ტირაჟი კი რამდენიმე ასეულს არ აღემატება და მათი ძირითადი მუშტარი ისევ და ისევ თავად ავტორები და მათი ახლობლებია. რა თქმა უნდა, გარკვეული წილი ამ მზაკვარ საქმეში ინტერნეტმაც შეიტანა, მაგრამ სხვაობა მაინც უაღრესად თვალნათელია. ამ მცირე, მაგრამ აუცილებელი ჩანართის შემდგომ, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება მივუბრუნდეთ საკუთრივ გიორგი თაქთაქიშვილისთვის შემოქმედებას, გავერკვიოთ მასში და შევეცადოთ დავუმკვიდროთ ამას სათანადო ადგილი მტრის ჯინაზე მაინც მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში. ნებისმიერ მწერალს, საზოგადოდ, არ უყვარს პიროვნული ანალოგიები და გაურბის მისი პერსონალური, ღრმად ინდივიდუალური შემოქმედების სხვათა შემოქმედებასთან გაუფრთხილებლად შედარებას. მწერლის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ, თუმცა, ყველა სხვა სფეროში ის შესაძლოა უაღესად მოკრძალებულ და მორიდებულ ადამიანად გვევლინებოდეს, მაგრამ სამწერლო დაზგასთან - გულის სიღრმეში - მას საკუთარი თავი განუმეორებელ დიდოსტატად და ტიტანად წარმოუდგენია. ზოგჯერ მაინც - ისე საერთოდ არ ღირდა მწერლობა... ამ მხრივ მწერალი უაღრესად და უსაზღვროდ ამბიციური ადამიანია. ამიტომ ყველა შედარება ერთი მწერლისა მეორესთან, ძალზე ფრთხილად უნდა კეთდებოდეს, რათა შემოქმედს მისხალი ეჭვიც არ შეეპაროს საკუთარი „პირველი ღამის“ ღვთიურ უფლებაში. ერთადერთი კი ვისთანაც შედარება მაინც დასაშვებია - ეს მსოფლიოში აღიარებულ რომელიმე კლასიკოსთან. თანაც არა ცოცხალთან, არამედ უმჯობესია იმასთან, ვინც უკვე იპობა კუთვნილი ადგილი სამუდამო ლიტერატურულ სასუფეველში. ამიტომ გავბედავ, გავკადნიერდები და გავრისკავ: სამართლიანად შევადარებ გიორგი თაქთაქიშვილის შემოქმედებას წარსულის ერთ-ერთი ასეთი აღიარებული კლასიკოსის - ამერიკული ლიტერატურის უქრობელი მანათობელი ვარსკვლავის, ო.ჰენრის ფსევდონიმით ცნობილ უილიამ სიდნეი პორტერის შემოქმედებას. იმედია, მეპატიება ეს პატარა ცოდვა. რა მაიძულებს სწორედ ასეთი შედარების გაკეთებას? „ქართველი ო.ჰენრი“ - ეს ხომ უბრალო შედარებაა არ არის, ეს ხომ წოდებაცაა და მოწოდებაც! პირველ ყოვლისა, ამას ის მაიძულებს, რომ არდაშელის მოთხრობებს (აქაც ფსევდონიმი!) კითხვისას უბრალოდ ვერ წყდები - ეს კი ლიტერატურული სიძლიერისა და ოსტატობის უმთავრესი ნიშანია. გავიმეოროთ ჩვენც ცნობილი შოთასეული სიბრძნე: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ - არა დაგვაკლდება რა. რამდენიმე სიტყვა კრებულში შერჩეულ მოთხრობებზე. სენტიმენტალური „ამაპოლადან“ ერთგვარი ცხოვრებისეული სიბრძნით დახუძლულ „ესტაფეტამდე“ - ანუ თავიდან ბოლომდე - კრებული გაჟღენთილია სწორედ რომ ფაქიზი ოჰენრისეული ირონიით, შეფარული დარდით ამა ქვეყნის შეჭირვებულთა მიმართ (სოციალური მომენტი!) და „დიდი“ ადამიანური გრძნობების „მცირე ფორმის“ ფარგლებში მოთავსებით თხრობის სიმკვრივის გაზრდის ხარჯზე. მაგალიტად გამოდგება „პაემანი“ - ეს მოთხრობა უბრალოდ განახლებული და სახეცვლილი ოჰენრია, ოღონდ საუკუნით აქეთ გადმოტანილი და ორიგინალურ ქართულ სინამდვილესთან შერწყმული. არც კი ვიცი, ამ შემთხვევაში, შექებაა ეს ჩემი მხრიდან თუ ზედმეტი სითამამე... და არა ოჰენრითა ერთითა... ოჰენრის გარდა აქ აწ გარდასული კლასიკოსებიდან სხვებმაც შეიძლება შეგახსენოს თავი. მაგალითად, იაპონელმა აკუტაგავა რიუნოსკემაც და ევროპიელმა კაფკამაც: არდაშელის „დეტექტივური ნოველა“ რაღაც ძაფებით აკუტაგავას „უსიერ ტყესთანაა“ გადაბმული, ხოლო მოთხრობა „სიკვდილმისჯილი“ უცბად კაფკიანურ სამყაროში გადაგვისვრის... მეტს აქ არაფერს ვიტყვი - მკითხველმა თავად უნდა წაიკითხოს და განსაჯოს, რამდენად მართალი ვარ. რაღაც ხომ მკითხველსაც უნდა დავუტოვოთ... აღსანიშნავია, რომ არდაშელ თაქთირიძე სოციალურის გარდა არც პოლიტიკურას თემებს გაურბის, რაც, და კიდევ ის, რომ მწერალს შესაშური მრავალმხვრივობა და - იშვიათი ხილი - ერუდიცია ახასიათებს, ფრიად პოზიტიურად განასხვავებს მას ბევრი მისი ქართველი კოლეგისგან აქტუალურ ლიტერატურულ სივრცეში. არდაშელის მოკლე, სხარტ და ემოციურად დატვირთულ მოთხრობებში, ჩვენს თვალწინ თითქოს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის პანორამა იშლება - საბჭოთა ეპოქის უხილავ მარწუხებში მოყოლილი პატარა ადამიანების სვე-ბედიდან („დედის გული“, „მაშო ბებო“), საშინელი 90-იანების მწარე ყოველდღიურობად ქცეულ ტრაგედიებამდე („ეტლი“, „ქირურგი“). კრებულში ასევე იხილავთ ნამდვილ ოდას ქართულ-ებრაულ ათასწლოვან მეგობრობაზე („ალია საქართველოდან“) და, ალბათ, იგივე კონტექსტშია მოსააზრებელი მოთხრობა „ვატაშინონამაევა შოთადეს!“ - ჩვენს ლეგენდარულ ძიუდოს მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილზე. თანამედროვე საქართველოს ცინიკური რეალობა ავბედითად გამოკრთის ერთის შეხედვით თითქოსდა სახუმარო მოთხრობაში “ცდუნება“ - არადა, ასე ყოფილა, თურმე, ეს ქვეყანა მოწყობილი, ქვეყანა, სადაც ქრთამი თვით ჯოჯოხეთს ანათებს, მიდი და ნუ დაიჯერებ... სმ კორუფციულ გარემოში აღარ უნდა გაგიკვირდეს არც ბოროტების გაუმაძღრობა („მაწანწალა“) და არც ადამიანური სიმდაბლე, რომლის წინაშე ხშირად უძლურნი ვართ - ისევე, როგორც ნაზი ელეგიითა და დარდით აღვსილ „დედაენაში“, რომელსაც ფონად 14 აპრილის ცნობილი პოლიტიკური ამბები მოყვება. არად, სინამდვილეში ესაა მოთხრობა ჩვეულებრივ ადამიანურ ნაძირლობაზე, უუნარობაზე, სიყვარულის ვერდაცვასა და ერთხელ დაშვებული მთავარი შეცდომის ფასზე. მოთხრობებს ჩვენი ავტორი არცთუ იშვიათად მოხდენილი ფილოსოფიური წიაღსვლებითც ამდიდრებს („წესიერება“, „ნიღაბი“). ოჯახის უჩინარი და ულევი სიყვარული გადმოიღვრება მოთხრობიდან „ბაზარი“ - მამის პორტრეტი ამ მოთხრობიდან, ნეტავი, რომელ ქართველ მამას არ მოგვრის ერთ კურცხალს მაინც... გამორჩეულად რეალისტურია ფანტასტიკასა და ალტერნატიული ისტორიის საზღვარზე დაწერილი მოთხრობა „კოსმოსში“, რომელშიაც, ერთ ცალკე აღებულ თბილისელი ინტელიგენტის ბიოგრაფიის მაგალითზე, როგორც წყლის წვეთში ოკეანე, აირეკლება მთელი ქართული საბჭოთა ინტელიგენციის ბედი, ბედი იმ სოციალური ფენისა, რომელიც იმ ძველი დიდი ქვეყნისა და ჩვეული წყობის დანგრევის შემდეგ, თითქმის ტოტალურად დაემსგავსა ნაპირზე ცუნამით გამორიყულ ცოცხალმკვდარ ქაშაყს, რომელსაც დიდი ხანი სიცოცხლე აღარ უწერია, რამეთუ ოკეანემ უკან დაიხია... მაშ, დავულოცოთ ლიტერატურული გზა ორ ქართველ ო.ჰენრის - არდაშელ თაქთირეძესა და გიორგი თაქთაქიშვილს! გიორგი ლორთქიფანიძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-9335-3-0
სათაური:
Amapola
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
112
კატეგორია:
თანამედროვე ქართველი მწერლები
ნახვები:
1238
რეიტინგი:
4,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]