Amapola

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1292

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ანბანი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნებისმიერ მწერალს, საზოგადოდ, არ უყვარს პიროვნული ანალოგიები და გაურბის მისი პერსონალური, ღრმად ინდივიდუალური შემოქმედების სხვათა შემოქმედებასთან გაუფრთხილებლად შედარებას. მწერლის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ, თუმცა, ყველა სხვა სფეროში ის შესაძლოა უაღესად მოკრძალებულ და მორიდებულ ადამიანად გვევლინებოდეს, მაგრამ სამწერლო დაზგასთან - გულის სიღრმეში - მას საკუთარი თავი განუმეორებელ დიდოსტატად და ტიტანად წარმოუდგენია. ზოგჯერ მაინც - ისე საერთოდ არ ღირდა მწერლობა... ამ მხრივ მწერალი უაღრესად და უსაზღვროდ ამბიციური ადამიანია. ამიტომ ყველა შედარება ერთი მწერლისა მეორესთან, ძალზე ფრთხილად უნდა კეთდებოდეს, რათა შემოქმედს მისხალი ეჭვიც არ შეეპაროს საკუთარი „პირველი ღამის“ ღვთიურ უფლებაში. ერთადერთი კი ვისთანაც შედარება მაინც დასაშვებია - ეს მსოფლიოში აღიარებულ რომელიმე კლასიკოსთან. თანაც არა ცოცხალთან, არამედ უმჯობესია იმასთან, ვინც უკვე იპობა კუთვნილი ადგილი სამუდამო ლიტერატურულ სასუფეველში. ამიტომ გავბედავ, გავკადნიერდები და გავრისკავ: სამართლიანად შევადარებ გიორგი თაქთაქიშვილის შემოქმედებას წარსულის ერთ-ერთი ასეთი აღიარებული კლასიკოსის - ამერიკული ლიტერატურის უქრობელი მანათობელი ვარსკვლავის, ო.ჰენრის ფსევდონიმით ცნობილ უილიამ სიდნეი პორტერის შემოქმედებას. იმედია, მეპატიება ეს პატარა ცოდვა. რა მაიძულებს სწორედ ასეთი შედარების გაკეთებას? „ქართველი ო.ჰენრი“ - ეს ხომ უბრალო შედარებაა არ არის, ეს ხომ წოდებაცაა და მოწოდებაც! პირველ ყოვლისა, ამას ის მაიძულებს, რომ არდაშელის მოთხრობებს (აქაც ფსევდონიმი!) კითხვისას უბრალოდ ვერ წყდები - ეს კი ლიტერატურული სიძლიერისა და ოსტატობის უმთავრესი ნიშანია. გავიმეოროთ ჩვენც ცნობილი შოთასეული სიბრძნე: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ - არა დაგვაკლდება რა. რამდენიმე სიტყვა კრებულში შერჩეულ მოთხრობებზე. სენტიმენტალური „ამაპოლადან“ ერთგვარი ცხოვრებისეული სიბრძნით დახუძლულ „ესტაფეტამდე“ - ანუ თავიდან ბოლომდე - კრებული გაჟღენთილია სწორედ რომ ფაქიზი ოჰენრისეული ირონიით, შეფარული დარდით ამა ქვეყნის შეჭირვებულთა მიმართ (სოციალური მომენტი!) და „დიდი“ ადამიანური გრძნობების „მცირე ფორმის“ ფარგლებში მოთავსებით თხრობის სიმკვრივის გაზრდის ხარჯზე. მაგალიტად გამოდგება „პაემანი“ - ეს მოთხრობა უბრალოდ განახლებული და სახეცვლილი ოჰენრია, ოღონდ საუკუნით აქეთ გადმოტანილი და ორიგინალურ ქართულ სინამდვილესთან შერწყმული. არც კი ვიცი, ამ შემთხვევაში, შექებაა ეს ჩემი მხრიდან თუ ზედმეტი სითამამე... და არა ოჰენრითა ერთითა... ოჰენრის გარდა აქ აწ გარდასული კლასიკოსებიდან სხვებმაც შეიძლება შეგახსენოს თავი. მაგალითად, იაპონელმა აკუტაგავა რიუნოსკემაც და ევროპიელმა კაფკამაც: არდაშელის „დეტექტივური ნოველა“ რაღაც ძაფებით აკუტაგავას „უსიერ ტყესთანაა“ გადაბმული, ხოლო მოთხრობა „სიკვდილმისჯილი“ უცბად კაფკიანურ სამყაროში გადაგვისვრის... მეტს აქ არაფერს ვიტყვი - მკითხველმა თავად უნდა წაიკითხოს და განსაჯოს, რამდენად მართალი ვარ. რაღაც ხომ მკითხველსაც უნდა დავუტოვოთ... აღსანიშნავია, რომ არდაშელ თაქთირიძე სოციალურის გარდა არც პოლიტიკურას თემებს გაურბის, რაც, და კიდევ ის, რომ მწერალს შესაშური მრავალმხვრივობა და - იშვიათი ხილი - ერუდიცია ახასიათებს, ფრიად პოზიტიურად განასხვავებს მას ბევრი მისი ქართველი კოლეგისგან აქტუალურ ლიტერატურულ სივრცეში. არდაშელის მოკლე, სხარტ და ემოციურად დატვირთულ მოთხრობებში, ჩვენს თვალწინ თითქოს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის პანორამა იშლება - საბჭოთა ეპოქის უხილავ მარწუხებში მოყოლილი პატარა ადამიანების სვე-ბედიდან („დედის გული“, „მაშო ბებო“), საშინელი 90-იანების მწარე ყოველდღიურობად ქცეულ ტრაგედიებამდე („ეტლი“, „ქირურგი“). კრებულში ასევე იხილავთ ნამდვილ ოდას ქართულ-ებრაულ ათასწლოვან მეგობრობაზე („ალია საქართველოდან“) და, ალბათ, იგივე კონტექსტშია მოსააზრებელი მოთხრობა „ვატაშინონამაევა შოთადეს!“ - ჩვენს ლეგენდარულ ძიუდოს მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილზე. თანამედროვე საქართველოს ცინიკური რეალობა ავბედითად გამოკრთის ერთის შეხედვით თითქოსდა სახუმარო მოთხრობაში “ცდუნება“ - არადა, ასე ყოფილა, თურმე, ეს ქვეყანა მოწყობილი, ქვეყანა, სადაც ქრთამი თვით ჯოჯოხეთს ანათებს, მიდი და ნუ დაიჯერებ... სმ კორუფციულ გარემოში აღარ უნდა გაგიკვირდეს არც ბოროტების გაუმაძღრობა („მაწანწალა“) და არც ადამიანური სიმდაბლე, რომლის წინაშე ხშირად უძლურნი ვართ - ისევე, როგორც ნაზი ელეგიითა და დარდით აღვსილ „დედაენაში“, რომელსაც ფონად 14 აპრილის ცნობილი პოლიტიკური ამბები მოყვება. არად, სინამდვილეში ესაა მოთხრობა ჩვეულებრივ ადამიანურ ნაძირლობაზე, უუნარობაზე, სიყვარულის ვერდაცვასა და ერთხელ დაშვებული მთავარი შეცდომის ფასზე. მოთხრობებს ჩვენი ავტორი არცთუ იშვიათად მოხდენილი ფილოსოფიური წიაღსვლებითც ამდიდრებს („წესიერება“, „ნიღაბი“). ოჯახის უჩინარი და ულევი სიყვარული გადმოიღვრება მოთხრობიდან „ბაზარი“ - მამის პორტრეტი ამ მოთხრობიდან, ნეტავი, რომელ ქართველ მამას არ მოგვრის ერთ კურცხალს მაინც... გამორჩეულად რეალისტურია ფანტასტიკასა და ალტერნატიული ისტორიის საზღვარზე დაწერილი მოთხრობა „კოსმოსში“, რომელშიაც, ერთ ცალკე აღებულ თბილისელი ინტელიგენტის ბიოგრაფიის მაგალითზე, როგორც წყლის წვეთში ოკეანე, აირეკლება მთელი ქართული საბჭოთა ინტელიგენციის ბედი, ბედი იმ სოციალური ფენისა, რომელიც იმ ძველი დიდი ქვეყნისა და ჩვეული წყობის დანგრევის შემდეგ, თითქმის ტოტალურად დაემსგავსა ნაპირზე ცუნამით გამორიყულ ცოცხალმკვდარ ქაშაყს, რომელსაც დიდი ხანი სიცოცხლე აღარ უწერია, რამეთუ ოკეანემ უკან დაიხია... მაშ, დავულოცოთ ლიტერატურული გზა ორ ქართველ ო.ჰენრის - არდაშელ თაქთირეძესა და გიორგი თაქთაქიშვილს! გიორგი ლორთქიფანიძე

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-9335-3-0
გამომცემლობაანბანი
გვერდები112
გამოცემის წელი2018