იტვირთება...

რჩეული

ამრიდონ ჩეგიანი

2019 წელი | Carry Me-ბელი
2,160 ნახვა
4.2
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ამრიდონ ჩეგიანის ლექსების კრებული - "რჩეული". ეს გახლავთ ქართველი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის ლექსების კრებული, რომელიც მან 80 წლის იუბილეზე შეკრიბა. გთავაზობთ მისი რჩეული ლექსების კრებულის ელექტრო ვერსიას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მხატვრული შემოქმედება ყოველთვის ინდივიდუალურია და ეს განსაკუთრებით პოეზიაზე ითქმის. ყოველ ლექსს, ყოველ სტრიქონს, თუკი მისი დამწერი ჭეშმარიტი შემოქმედია, ზედ ავტორის ხელწერა კი არა, მისი სულის ანაბეჭდებიც ატყვია. ამ წიგნის ავტორი, აფხაზეთიდან დევნილი პოეტი ამრიდონ ჩეგიანი ამ მხრივ განსაკუთრებული არ არის, მაგრამ განსაკუთრებულია მისი მიდგომა სათქმელისადმი, რომლითაც ყოველთვის, მთელი თავისი ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში იყო იგი გამორჩეული. პირველ რიგში, მეც მინდა შევუერთდე ამრიდონ ჩეგიანის მრავალრიცხოვან მკითხველებს და ნათესავ-მეგობრებს და მივულოცო დაბადების 80 წლისთავი! ეს რვა ათეული წელი არ იყო ია-ვარდით მოფენილი, პირიქით, მან ეკლიანი და ქარცეცხლიანი გზა გამოიარა და უამრავი უბედურებაც დაატყდა თავს, მაგრამ ამ პიროვნებას არასოდეს დაუკარგავს სიმართლისა და სიკეთის ერთგულება, მაღალი ზნეობა და გულწრფელობა; იგი უძველესი სვანური კოშკივით უძლებდა ქარებსა და ქარაშოტებს, დელგმასა და მეხთატეხას და კერიის ცეცხლივით პირადი განსაცდელის ჟამსაც გულში სათუთად ინახავდა მამულისა და მოყვასის სიყვარულს. ამრიდონ ჩეგიანი მშობლიური სვანეთის მთებსა ჰგავს ფიზიკურადაც და ხასიათითაც. მისი ლექსებიც, რა თქმა უნდა, სვანეთის მთებს ჰგვანან. მისი პოეზია კეთილი გზებით მიგატარებს, იმ წარაფებსაც მშვიდობით გაგიყვანს, რომლებზედაც ჯიხვებსა და მათ გადევნებულ თავზეხელაღებულ მონადირეთ გაუვლიათ მხოლოდ; ლექსიც თითქოსდა მთასავით მკაცრია, ბევრს არ მოგეფერება, მაგრამ თუ ადამიანობა შეგატყო, აუცილებლად მწვერვალამდე გაგატარებს - უკვე ღრუბლებს ზემოთ, პოეზიის ლაჟვარდოვან სივრცეში. ამასთან ერთად, პოეტიც და მისი ლექსიც მთასავით უკარებაა ყოველგვარი არაადამიანურობის მიმართ და საკადრისად ექცევა ნებისმიერ ბოროტებას: ღალატს, უმადურობას, შურს, უპატივცემულობას გვარისა და ადათისა. ამ წიგნში, როგორც მთელ მის შემოქმედებაში, არაერთხელ შეხვდებით ადგილებს, სადაც პოეტი თავის თავსაც და თავის შემოქმედებასაც მშობლიურ მთებთან აიგივებს: „მინდა, ეს ლექსი თეთრ უშბას ჰგავდეს, იყოს მაღალი, მტკიცე, უვალი“, - ამის თქმის უფლება სწორედ ამრიდონ ჩეგიანს აქვს, ადამიანს, რომელიც ამაყად აცხადებს: „ხალდეს მთაში გავიზარდე და ვისწავლე მთების ენა...“ მეტიც, პოეტი არა მარტო თავის თავს, არამედ მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს - დედას ადარებს სვანეთის დიდებულ სიმაღლეებს, კერძოდ თეთნულდს, და მისგან შორს მყოფიც კი ხედავს მას, ისმენს მის ლოცვას. ამრიდონ ჩეგიანთან მთა, ცადაღმართული მწვერვალები სიცოცხლის, მოქმედების, ბრძოლისა და სიყვარულის სიმბოლოა, სწორედ ამას გულისხმობს იგი სიტყვებში : „მე მწვერვალების სიმაღლე მიყვარს, რადგან სიცოცხლეს იმაში ვხედავ...“ მერე მოხდა ისე, რომ სხვა თანასოფლელებთან ერთად სვანეთის დატოვება მოუხდა და აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარაში გააჩაღა ოჯახური კერა, ლიხნის, ბიჭვინთისა და ანაკოფიის სავანეების გვერდით, სადაც ოდითგანვე ბრიალებდა ქართული სული და ისმოდა ქართული სიტყვა. აქ დაბეჭდა პირველი ლექსები, პირველი წიგნებიც აქ გამოსცა და თითქოს უღრუბლო ცა უნდა დაჰბედებოდა ოთხი ვაჟკაცისა და ერთი ქალიშვილის მამას, მაგრამ მერე, როცა ამრიდონმა აფხაზეთის მთელ ქართველობასთან დევნილობის მწარე ხვედრი იწვნია, სახლ-კართან ერთად ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის საფლავი დარჩა დარდად და ტკივილად. არც ეს ტრაგედია აკმარა ბედმა ამრიდონს: უკვე დევნილობაში მეორე ვაჟიშვილიც გამოეცალა ხელიდან! თავის ლექსებში ორგზის შვილმკვდარი მამა ხშირად მიმართავს იმქვეყნიურ სასუფეველში გადავანებულ ვაჟკაცებს და აქაც თავშეკავებულია საკუთარი გრძნობების გამოხატვაში, უფრო საქვეყნო საქმეზე, სამშობლოს დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრება მათ. მკითხველი ამ ლექსებს აუღელვებლად ვერ წაიკითხავს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რჩეული
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
გვერდები:
400
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
2160
რეიტინგი:
4,2
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
4.2
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]