სიყვარულის ერთი დღე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1549
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამაზ შანავა
გამომცემლობა
თამაზ შანავა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანის მთავარი გმირი ბადრი შანავა, რეალური პიროვნებაა. ის ერთი შეხედვით ცხოვრობს ისე, როგორც ბევრი მისი თანატოლი: უყვარს, სწავლობს, შრომობს, კარგი მეგობარია. ცხოვრების გარიჟრაჟზე ბადრის გადაეღობება საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომი, რაც მთლიანად ცვლის მის მომავალს. ომმა ვაჟკაცობის გამოცდის გარდა მას ერთადერთი სიყვარულის გამოცდაც მოუწყო. ჭაბუკის ცხოვრებაში ქართველი მაიას სიყვარულთან ერთად შემოიჭრა მშვენიერი ავღანელი გოგონას აიშას მიმართ დიდი გრძნობა და პასუხისმგებლობა, რომელსაც სახელსაც ვერ არქმევს. ბადრი ადრე დაკაცდა. მან ასაკს გაუსწრო, მაგრამ ბედისწერას - ვერა. ბოლო ბრძოლის წინ უკანასკნელად აბარებს ვაჟკაცობის გაკვეთილს. ავტორი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის მიზეზებსა და თანმიმდევრობას, რაც ომის დამთავრებიდან 30 წლის მანძილზეც კი ფართო მასებისთვის პრაქტიკულად ცნობილი არ არის. აქ ბევრ კითხვაზეა გაცემული პასუხი: როგორ დაიწყო ყველაფერი? რატომ ასეთი მსხვერპლი? რამ განაპირობა? როგორია მწარე სიმართლე შელამაზების გარეშე?
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები