წინათქმა მე და თამაზ ლიპარტელიანი ორივენი აფხაზეთიდან ვართ, ერთმანეთი კი თამაზის ლექსებმა გაგვაცნო. ‘ ’ სიტყვასთან თამაში ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი სიამოვნებააო ’ ’ , - ეს ის პირველი დაუვიწყარი ფრაზაა, რაც მისგან წერილობით მივიღე. ლექსების უმრავლესობა უცრემლოდ ვერ წავიკითხე, რადგან ჩემს გულისტკივილს ეხმიანება. მე და თამაზს ერთნაირად გვტკივა საქართველოს ბედი, ერთნაირად განვცდით ჩვენი ბავშვობის კუთხის 25-წლიან უნახაობას, უპატრონოდ მიტოვებული სახლ-კარისა და საფლავების ბედს, იქ დატრიალებულ ტრაგედიას,რაც აფხაზეთის დაცემით დამთავრდა.გვტკივა ასევე ქართველების, აფხაზებისა და ოსების საერთო ტრაგედია, რაც დრომ გამოცდის სახით მოგვიწყო და ახლა ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ ჩატეხილი ხიდების გასამთლიანებლად.
თამაზს ბევრი ძალიან ლამაზი და შესანისნავი ლექსი აქვს ამ წიგნში შეტანილი. ცისა და მიწის კავშირი, ადამიანის მთავარი დანიშნულება დედამიწაზე, მორალი, სიყვარული ... აი ის ძირითადი თემები, რაც გაშუქებულია მის პოეზიაში. ლექსებში მთავარ გმირად ხშირად თვითონ გვევლინება, და ამ დროს მე ის შუა საუკუნეების რაინდს მაგონებს და კეთილად მეღიმილება ხოლმე.
მე პირადად ვისიამოვნე ამ ლექსებით, და მის უმრავლესობაში გატარებული მსუბუქი იუმორით. შესაშურია მისი დიდი ნიჭიერება იმ მხრავაც რომ პარტიოტულ,კოსმოპოლიტიკურ თუ სატრფიალო პოეზიას დიდოსტატის ხელით ქარგავს და თანამედროვეობის ერთ-ერთ მეტად საინტერესო შემოქმედათ გვევლინება.მისი პირდაპირობა,უშუალობა,უკანდაუხევლობა,სიმართლის თქმა შესაშური და გადამდები სენიცაა.მომავალი თაობები ბევრს ისწავლიან მისი შემოქმედებიდან.,,პოეტი პირველ რიგში ჯარისკაცია თავისი ქვეყნის,მის სადარაჯოზე მუდამ გუშაგად მდგარი “ ! -ასეთ დანიშნულებას აძლევს პოეზიასა და პოეტს საკუთარი თავიდან გამომდინარე.და მაინც თამაზ ლიპარტელიანი,როგორც პოეტი და როგორც შემოქმედი მეამბოხეა, იმ მეამბოხე პოეტთა რიცხვს ეკუთვნის,რომელებიც მომავლის უკეთესად შეცვისკენ გვიბიძგებდნენ,არსებული ცხოვრებით უკმაყოფილონი.
ეს წიგნი ჩემი პირველი თარგმანია ქართულიდან ინგლისურ ენაზე. მაქსიმალურად შევეცადე გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები.
ლექსის ქართულიდან ინგლისურად თარგმნა არ არის ადვილი, თვით ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე. ცალკე ასო-ბგერათა რაოდენობის სხვადასხვაობა, ცალკე კი ის ფაქტი რომ ინგლისური გრამატიკა ‘ ’ ჯიუტია ’ ’ , საკმაოდ ართულებს სხვა ენებიდან ინგლისურ ენაზე ლექსების თარგმნას. ინგლისურ წინადადებაში შენს გემოზე ვერ ათამაშებ სიტყვებს ტექსტში, მაშინ როცა ქართული ენა დალოცვილი ენაა ამ მხრივ, და როგორც გინდა ისე მოგყვება სიტყვა. ჩემთვის მთავარი ავტორისეული სათქმელის სწორად აღქმა, და ტექსთან მიახლოებაა. თარგმანში რიტმი და ჰარმონია შევეცადე მაქსიმალურად დამეცვა. რითმების ძიებაში ბევრი ლამაზი და შინაარსიანი ლექსი იკარგება ხოლმე, ამიტომ რითმები ბოლო ეტაპზე დავაყენე. მე იმ აზრზე ვარ, რომ თარგმანში ტექსტი რითმების გამო არ უნდა გააუბრალოო.
და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, რონალდ ლაურენსს, რომელიც მაქსიმალურად დამეხმარა ლექსების ტექსტისა და თარგმანის შედარებაში, მის კორექტირებასა და რედაქტირებაში.
მთარგმნელი მზია კვირიკაშვილი.