სიყვარულით, როზი

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

9083

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის, მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს – ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება... როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო და უფრო ხშირად კი ონლაინკავშირი აქვთ, ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ დარდსა თუ სიხარულს, ანუგეშებენ, დროდადრო ჩხუბობენ კიდეც, ხანდახან ერთმანეთსაც სტუმრობენ. და თითქოს რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ – თითქოს...

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941294525
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები446
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელისალომე ჩიტაძე
გამოცემის წელი2018