ზინკა ადამიანი

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

17801

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც, განსაკუთრებით კი ისინი, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობდნენ, იფიცებოდნენ, ჩვენი ქალაქი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია და აქ ისეთები ხდება, სხვა ქალაქებს არც დაესიზმრებათო. სწორედ ამ ქალაქში, ყოფილი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში ცხოვრობდა ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, რომელსაც ბედმა ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა, მაგრამ იმავე ბედმა გაუღიმა კიდეც და განუყრელი აკორდეონი რავიატა, უახლოესი მეგობრები – კოტიკო და დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა აჩუქა. ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“ სწორედ ამ ადამიანების ცრემლიან-ღიმილიან ამბავს მოგვითხრობს. ერთ ზღაპრად აკინძულ, ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბებში არავინ იცის, რა არის გამოგონილი და რა – მართალი, მაგრამ ამ ისტორიებში, როგორც ნაკვერჩხალში – ჯადოსნური სასახლე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ნამდვილი ამბები ირეკლება.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941302282
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები159
გამოცემის წელი2019