ჩემი ბრძოლა

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

4329

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნორვეგიელი მწერალი კარლ უვე კნაუსგორი პირველივე რომანით მოექცა ლიტერატურის მოყვარულთა თვალთახედვის არეში. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა – „სამყაროდან გასული“ ნორვეგიელ კრიტიკოსთა პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ მას მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიენიჭა, რომელთა შორის აღსანიშნავია ბრაგეს (რომანისთვის „ჩემი ბრძოლა“, წიგნი პირველი) და გილდენდალის პრემიები. კნაუსგორის წიგნები თარგმნილია ოცდაათ ენაზე. რომანი „ჩემი ბრძოლა“ ექვს წიგნს აერთიანებს. პირველ წიგნს მწერალი სიკვდილის გამაოგნებელი აღწერით იწყებს, რის შემდეგაც დაუფარავად გვიყვება, თუ როგორ ცდილობს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას, როგორ თმობს პირად ამბიციებს მწერლობის გამო. კნაუსგორი საკუთარი ცხოვრების ყოველ დეტალზე – მნიშვნელოვანსა და სულისშემძვრელზე თუ ყოველდღიურსა და უმნიშვნელოზე – გულწრფელად და შეულამაზებლად წერს. მისი თხრობა მგრძნობიარე და იმდენად გულწრფელია, რომ დროდადრო უხერხულობასაც კი ქმნის. „ჩემი ბრძოლა“ ალბათ ავტორსაც და მის ახლობლებსაც საკმაოდ ძვირად დაუჯდათ, მაგრამ ის უკვე იქცა თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილად. რომანი უდიდეს აღტაცებასა და მძაფრ ემოციას იწვევს მკითხველში.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-30-225-1
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები383
თარგმანინორვეგიულიდან
მთარგმნელითამარ კვიჟინაძე
გამოცემის წელი2019