ბირმული დღეები

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

4296

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამჯერად მკითხველს მასპინძლობს ულამაზესი ბირმა! ორუელი, რომელიც რამდენიმე წელიწადი თავად ცხოვრობდა ბირმაში და ადგილობრივ პოლიციაშიც მსახურობდა, კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის – ჯონ ფლორის სულისშემძვრელ ისტორიას. ფლორის გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. პერსონაჟი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს. თქვენ წინაშე წარდგებიან გენიოსის მახვილი თვალით დანახული ინგლისელი, ინდოელი, ჩინელი და ბირმელი პერსონაჟები; გაეცნობით ადგილობრივ კოლორიტს, ტრადიციებს; თვალწინ გადაგეშლებათ ავტორის ოსტატური კალმით აღწერილი ტროპიკული ქვეყნის დაუვიწყარი პანორამა; გახდებით ბანანების, ორქიდეებისა და ბამბუკის საუფლოში გაღვივებული დრამატული ვნებების მოწმენი... რეალისტური პროზის მოყვარულებს – და არა მხოლოდ მათ – უდავოდ დიდი სიამოვნება ელით!

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941293061
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები375
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიია ქვაჩახია
გამოცემის წელი2018