აჩრდილებით სავსე თავი

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

7326

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

წიგნები ბათუმში

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

დები – რვა წლის მერი და თოთხმეტი წლის მარჯორი – სათავგადასავლო, საშიშ ამბებს იგონებენ და ერთობიან. ერთ დღესაც შეთხზული ამბები მათი რეალური ცხოვრება გახდება. შეპყრობილები მარჯორის განსაკურნებლად მამა ეკლესიას სთხოვს დახმარებას, დედა – ექიმს. ოჯახში კონფლიქტი და ქაოსი დაისადგურებს, რაც სატელევიზიო შოუდაც გადაიქცევა. მწერალი დაუჯერებელი სიცხადით აღწერს იმ უჩვეულო ამბავს, რომელიც ბარეტების ოჯახში ტრიალებს. მძაფრად გადმოსცემს შეპყრობილი მარჯორის სულიერ მდგომარეობას, მის არაადამიანურ და შემზარავ სცენას. მთხრობელი ოცდასამი წლის მერია, რომელიც იმ დროს იხსენებს, როცა რვა წლის იყო და გასაოცარი შემთხევების შუაგულში ტრიალებდა. გვიყვება საკუთარი ოჯახის ამბავს და ზოგჯერ ეს ყველაფერი თავადაც დაუჯერებლად ეჩვენება; ზოგჯერ კი ცდილობს, მეცნიერული ახსნა მოუძებნოს იმ საშინელებას, რაც გამოიარა. ამერიკელი მწერლის, პოლ ტრემბლეის რომანი – „აჩრდილებით სავსე თავი“ – საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება და 2015 წელს მიღებული აქვს ბრემ სტოკერის ჯილდო.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-474-62-0
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები352
მთარგმნელიილო ქარდავა
გამოცემის წელი2018