ნარჩენები
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
7516
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ტომ პეროტა
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩინარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც „ატაცება“ უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ... სწორედ ასეთ უტოპიურ სინამდვილეს გვიხატავს მწერალი და სცენარისტი ტომ პეროტა 2011 წელს გამოცემულ წიგნში „ნარჩენები“. რომანმა, რომელშიც ავტორმა გამოგონილი რეალობის ფონზე ადამიანთა მარტოობა და დარდი განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა, მალევე დაიმსახურა მკითხველების ყურადღება, განსაკუთრებული პოპულარობა კი HBO-ს ფენომენალურად წარმატებული, ამავე სახელწოდების ტელეეკრანიზაციის შემდეგ მოიპოვა. „ნარჩენები“ არის ამბავი გაუჩინარებას გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ გამქრალან, დაკარგეს საკუთარი თავი და ამქვეყნიური დანიშნულება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები