სიყვარულით აფხაზეთიდან

რეიტინგი

4.7 / 5

ნახვა

2496

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

მალხაზ აბაშიძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

1992 წელი, აფხაზეთის ომი, თალხისფერი დრო... დრო, რომელიც თითქოს ყველაფრის მკურნალია... გამარჯობა აფხაზეთო შენი! სოხუმს ნატყვიარები ეტყობა, ნატყვიარებიდან სისხლი იღვრება და მიწაზე ცრემლს უერთდება, მძიმე ფონია, რთულია რამეზე იფიქრო... ან რაზე უნდა იფიქრო? აქ ომია ძმაო, ომი! მშვიდობიანი მოსახლეობა ხავსს ეკიდება, აქედან ტყვიები მირბიან, იქიდან ხალხი... მათე თორუა, ოცდაშვიდი წლის, აფხაზი, ობოლი, ერთ დროს მეზღვაური, ახლა სოხუმში ქაოსთან ერთად, ერთ ჟანგიან ვაგონში ცხოვრობს, ვაგონში ცივა,მათეს გული თბილია, ვაგონის ბინადარს ხშირად სტუმრობს მეგობარი რაჯი, ისიც ობოლი, ოცდაცხრა წლის, გუდაუთიდან, ,,რაჯი კარგი ადამიანია!" - იცის მათემ. რაჯის ლოცვა უყვარს, ,,რწმენამ რაჯის სულში ფესვები ღრმად გაიდგა!" - იცის მამა თევდორემ, ლიხნეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმა. მამა თევდორეს უყვარს რაჯი, ,,რაჯი ვის არ უყვარს?!" სოხუმში კი ჯერ კიდევ სროლის ხმა ისმის, გარბიან, მშობელი მიწის დატოვება უჭირთ, რჩებიან, ,,რაც იქნება, იქნება... ჩემს მიწას ჩავბარდები!" - თქვა ერთმა აფხაზმა. ქალაქში ტყვიები და ხალხი ერთმანეთში აირია. რკინიგზის სადგურთან, ქალბატონ ეკასთან ერთად ცხოვრობს ანა აბშილავა, ოცდახუთი წლის გოგონა თბილისიდან, ანა ზაფხულობით ბებიას სტუმრობს ხოლმე, უყვარს სოხუმი, ზღვა, მზის სხივები, რუჯი... ,,ანა საყვარელია" - იცის მათემ. ომი, ტყვიები, სისხლი, ცრემლი, უნდა წაიქცე! ადგე! ისევ წაიქცე! დრომ გაგთელა! რა დროს სიყვარულია?

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობამალხაზ აბაშიძე
გვერდები13
გამოცემის წელი2018