იტვირთება...

შაქარყინული

მაკა ჯაიანი

197 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
"ფეხისწვერებით მოტანილი სამყარო: პოეზია - იდუმალის გამჟღავნებაა... სულის სკივრში გადამალული განძის გამომზეურება, მეტაფორები კი, ემოციების ესენციად ქცეულა, სრულიად სხვადასხვა გემოს, სურნელს და ფერს რომ ატარებენ. სწორედ ამ არომატებით გამოირჩევა მაკა ჯაიანის ლექსების პირველი წიგნი, განსაკუთრებული სიფაქიზე, სინაზე და სიფრთხილე რომ დაჰყვება. ამ ჰაიკუს ჟანრის ლექსშიც - „შაქარყინული“ - მეტაფორები შაქარი და ყინული გამომსახველობის ძალით ქმნის ისეთ გემოს, როგორიც მხოლოდ სატრფოს შეხებას შეიძლება ჰქონდეს. ეს რამდენიმე სტრიქონი სიყვარულის ნამდვილ ალქიმიას გაზიარებთ, როდესაც ყინული შაქარყინულად იქცევა ერთი სულის შებერვით! მთავარია, ეს სული შეყვარებულის ბაგეებიდან მოდიოდეს. ეს კი მეტაფორებით ჯადოქრობაა. ჩემი შეხება ამ წიგნთან სკივრიდან საუცხოო საგნების ამოლაგებას ჰგავს, თითოეულს რომ განსხვავებული ფორმა და ემოცია მოჰყვება... საგულდაგულოდ შენახული, სათუთად აბრეშუმში გამოხვეული საგნები გახსნისას მოლოდინს რომ გიმძაფრებს და გიმართლებს..." - ცირა ბარბაქაძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მაკა ჯაიანი დაიბადა 1967 წლის 19 სექტემბერს. შეისწავლა ჟურნალისტიკა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობები და კომუნიკაციის მენეჯმენტი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მუშაობდა ბეჭდურ მედიაში, როგორც ჟურნალისტი, რედაქტორი. მიღებული აქვს არა ერთი ჯილდო. ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ავტორად, სოციალურ თემებზე მომზადებული სტატიებისთვის. „შაქარყინული“ მისი პირველი პოეტური კრებულია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-0739-8
სათაური:
შაქარყინული
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2018
გვერდები:
80
კატეგორია:
კრებული
ნახვები:
197
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]