შაქარყინული
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2456
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მაკა ჯაიანი
გამომცემლობა
მაკა ჯაიანის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ფეხისწვერებით მოტანილი სამყარო: პოეზია - იდუმალის გამჟღავნებაა... სულის სკივრში გადამალული განძის გამომზეურება, მეტაფორები კი, ემოციების ესენციად ქცეულა, სრულიად სხვადასხვა გემოს, სურნელს და ფერს რომ ატარებენ. სწორედ ამ არომატებით გამოირჩევა მაკა ჯაიანის ლექსების პირველი წიგნი, განსაკუთრებული სიფაქიზე, სინაზე და სიფრთხილე რომ დაჰყვება. ამ ჰაიკუს ჟანრის ლექსშიც - „შაქარყინული“ - მეტაფორები შაქარი და ყინული გამომსახველობის ძალით ქმნის ისეთ გემოს, როგორიც მხოლოდ სატრფოს შეხებას შეიძლება ჰქონდეს. ეს რამდენიმე სტრიქონი სიყვარულის ნამდვილ ალქიმიას გაზიარებთ, როდესაც ყინული შაქარყინულად იქცევა ერთი სულის შებერვით! მთავარია, ეს სული შეყვარებულის ბაგეებიდან მოდიოდეს. ეს კი მეტაფორებით ჯადოქრობაა. ჩემი შეხება ამ წიგნთან სკივრიდან საუცხოო საგნების ამოლაგებას ჰგავს, თითოეულს რომ განსხვავებული ფორმა და ემოცია მოჰყვება... საგულდაგულოდ შენახული, სათუთად აბრეშუმში გამოხვეული საგნები გახსნისას მოლოდინს რომ გიმძაფრებს და გიმართლებს..." - ცირა ბარბაქაძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები