1 ნინო ჯაფარიძე თბილისში ცხოვრობდა. კერძოდ,საბურთალოზე . მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მას მაინც არ მოსწონდა ქალაქში ცხოვრება. სოფელში ერჩივნა ტყის პირას."სახლის გვერდზე ტყის შრიალი რომ გესმის, ჩათვალე სამოთხეში მოხვედრილხარო" ამბობდა ხოლმე ის. მეგობრებს მისი არ ესმოდათ, რადგან რატომღაც ყველას ის მოსწონდა სადაც იყვნენ.
ნინო სკოლის მოსწავლე იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, რამდენიმე წელიწადი მას დედა უვლიდა, სტუდენტობის დროს ბოლო კურსზე გადასვლისას მანაც მიაბარა ღმერთს სული და დარჩა მარტო უკვე ზრდასრული ნინო ჯაფარიძე. სანამ დედა გარდაეცვლებოდა , ერთი ორი წლით ადრე ნინოს საკუთარი საქმე ეპოვნა- მწეფრლობა. ეს იყო მეორე მიზეზი რატომაც არ მოსწონდა ქალაქი. იგი თვლიდა,რომ სოფელში კერძო სახლში უკეთესი გარემოა შემოქმედებისთვის, ვიდრე კორპუსში,უამრავ ბინას შორის ერთ-ერთში ცხოვრება და წერა. ამ დროს გამოგივა რამე, ან ვერა, რადგან გარედან შემოსულმა მანქანების ხმაურმა აზრები დაგიბნიოს.
დედა რომ გარდაეცვალა, ნინოს უკვე შეეძლო სასურველ ადგილზე გადასვლა, მანამდე დედა უშლიდა, რატომ გინდა მშობლიურ ადგილს მოწყდეო? ახლა როცა დედა უკვე გარდაცვლილი იყო, რაც დასამწუხრებელი იყო ქალიშვილისთვის, უკვე შეეძლო თავის ჩანაფიქრი აესრულებინა, მაგრამ წინააღმდეგობებს ამ ქვეყნად რა დაალევს და მას შეხვდა კიდევ ერთი დაბრკოლება, კერძოდ სახლის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა. ნინო სახლს თუ იყიდიდა, მას უნდა შეეძინა ასევე მიწა, რაზეც ეს სახლი იდგა. ორივე ერთად იმხელა თანხის გადახდას ითხოვდა ნინოს,რომ არ ემეტებოდა კი არა, არ ჰქონდა. მარტო სახლი კი არ იყო, ან კიდევ სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებდა, რაშიც იმდენი ფული დაიხარჯებოდა, რომ გადახდილი თანხით მთლიანად სახლს კი არა ადამიანი სასახლეს იყიდიდა. ნინომ იფიქრა მარტო წერით იმდენ ფულს ვერ მოვაგროვებ სახლი ვიყიდო კიდევ დიდხანსო, ამიტომ დამატებით შემოსავლის წყაროც მჭირდებაო. მან ბევრი იფიქრა, რა შეიძლებოდა ჰყოფილიყო ეს და ბოლოს მოიფიქრა- რეპეტიტრობა. ბავშვების მომზადება უცხო ენაში. არამარტო წერა, ასევე- თარგმნა დიდი უცხოელი მწერლის ნაწარმოების, რაც ჯერ კიდევ თარგმნილი არ არის. ერთ ორ წელიწადში ნინო ჯაფარიძემ იმხელა ფული იშოვნა, ახლა ნამდვილად შეეძლო ერთი დიდი სასახლის ყიდვა თავის ეზოთი, მაგრამ მას უბრალოდ სახლი უნდოდა სადმე განაპირას მდგარი, ტყის პირას. პირველი პრობლემა მოცილებული იყო, ახლა მეორე პრობლემაზე- კერძოდ სახლზე უნდა ეზრუნა. ერთი ორი თვე მისი სახლი არ გამოჩნდა. დეკემბრის თვეში იპოვნა მან ერთი განცხადება, რომ სოფელ არდის უბნისგან ოდნავ მოშორებით განცალკევებით მდგარი კერძო სახლი იყიდებოდა. სახლის ერთი მხარე სოფელს უყურებდა, მეორე მხრიდან კი ულამაზესი ტყის ხედი იშლებოდა წლის ნებისმიერ სეზონზე. განცხადებაში ასე ეწერა და შეგვიძლია არ დავუჯეროთ ძვირფასო მკითხველო. დავუჯერებთ, თუ არა, ჩვენი რა საქმეა, მთავარია ნინომ დაიჯერა და გადაწყვიტა ყიდვა. ფასი მისთვის ხელსაყრელი იყო. მყიდველების უმრავლესობა, როცა რამეს იძენენ, აუცილებლად ათვალიერებენ მას. სულერთია რა არის ის. ფული რატომ ხარჯოს წინასწარ, რაც დანახვით არ მოეწონება, უფრო უკეთესს იყიდის, მაგრამ გოგონა ასე არ იყო, ის რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენი მას ფეხებზე ეკიდა. დიახ არ მოგესმათ ეკიდა, იმიტომ რომ კომფორტისადმი არ მას არასდროს განსაკუთრებული მოთხოვნილებები.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ლაპარაკი, შემდეგაც ისედაც ბევრი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის, ნინიმ შეიძინა ეს სახლი და კორპუსის ბინიდან ბუნების სილამაზის სიახლოვეს გადავიდა საცხოვრებლად.