მეტაფიზიკა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
12308
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არისტოტელე
გამომცემლობა
ნიკომაქე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
არისტოტელეს ფილოსოფია, საერთოდ, და მისი მეტაფიზიკა, კერძოდ, წარმოადგენს მთელი ბერძნული ფილოსოფიის შეჯამებას, კვინტესენციას. არისტოტელე გენიოსისათვის ჩვეული ძლიერებით ითვისებს წინამორბედთა მთელ მემკვიდრეობას, კრიტიკულად გადაამუშავებს და შემდგომ ავითარებს მას. ამავე თხზულებაში არისტოტელე იცავს და წინ სწევს დემოკრიტეს იმ მატერიალისტურ ტენდენციებს, რომელსაც უმაღლეს შეფასებას აძლევდა ლენინი. „მეტაფიზიკაში“ შესულია მთელი ის ფილოსოფიური პრობლემატიკა, რომელიც დააყენა არისტოტელეს თანამედროვე და წინამორბედმა აზროვნების განვითარებამ. მრავალი პრობლემის არისტოტესეულ გადაწყვეტას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ამიტომაც ეს წიგნი იდეოლოგიის ფრონტის მრავალი მუშაკის სამაგიდო წიგნს წარმოადგენს. „მეტაფიზიკა“ თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურული ერის ენაზე. ქართულ ენაზე „მეტაფიზიკის“ თარგმანის არარსებობა უდიდესი ხარვეზია. ეს გამოცემა ხარვეზის შევსების ცდას წარმოადგენს. აღნიშნული თარგმანი შესრულებულია ძველი ბერძნული ენიდან და დაზუსტების მიზნით შედარებულია რუსულ (კუბიცკი) და გერმანულ (გოლკე) თარგმანებთან. კომენტარებში მოცემულია ამ თარგმანების ზოგიერთ ადგილთა კრიტიკული ანალიზი, იქვე განმარტებულია „მეტაფიზიკის“ ძნელად გასაგები ადგილები და მოცემულია ზოგიერთი ადგილის ჩვენი, ახლებური გაგება, განსხვავებული სხვა მთარგმნელთაგან და ფილოსოფიის მკვლევართაგან. თარგმანს წინ უძღვის შესავალი წერილი, რომელიც შეიცავს არისტოტელეს ფილოსოფიის ზოგად მიმოხილვას და შეფასებას მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობის პოზიციებიდან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები