ორი ამერიკული მოთხრობა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
9471
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
გამომცემლობა
ქეთი ტოროტაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებულში წარმოდგენილია ამერიკელი მწერლების, ვაშინგტონ ირვინგის (Washington Irving, 1783-1859) მოთხრობა "რიპ ვან ვინკლი" (Rip Van Winkle, 1819) და ამბროზ ბირსის (Ambrose Bierce, 1842-1913) მოთხრობა "მხედარი ცაში" (A Horseman in the Sky, 1889). ეს მოთხრობები მათი ავტორების შედევრებად ითვლება. ვაშინგტონ ირვინგი ამერიკული ლიტერატურის მამამთავარია. ის, მწერალი-რომანტიკოსი, ამერიკული მხატვრული პროზის სათავეებთან დგას. ფანტასტიკური შინაარსის მოთხრობა "რიპ ვან ვინკლი" მთავარი გმირის, ჰოლანდიელ ახალმოსახლეთა შთამომავლის, რიპ ვან ვინკლის უჩვეულო თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს. როცა რიპს ოცი წელი ეძინა, დიდი ცვლილებები მოხდა - რიპმა ბრიტანეთის ამერიკულ კოლონიაში დაიძინა და ამერიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოში გაიღვიძა. მწერალი-რეალისტის, ამბროზ ბირსის მოთხრობა "მხედარი ცაში" ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომის სახელით ცნობილი ამერიკის სამოქალაქო ომის (1861-1865) ერთ ტრაგიკულ ეპიზოდს წარმოგვიდგენს, როდესაც მამა და შვილი ერთმანეთის საწინააღმდეგო ბანაკებში აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ. ბირსი თავადაც იყო ამ ომის მონაწილე და თვითმხილველის აღქმით გადმოსცემს სამოქალაქო ომის მთელ ტრაგიზმსა და ირონიულ ცინიზმს. ვაშინგტონ ირვინგის მოთხრობის "რიპ ვან ვინკლი" ეს თარგმანი 1981 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "საუნჯე", ხოლო 2011 წელს შევიდა ანთოლოგიაში "ამერიკული მოთხრობები" (სულაკაურის გამომცემლობა). ამბროზ ბირსის მოთხრობის "მხედარი ცაში" ეს თარგმანი კი 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "ლიტერატურული პალიტრა". ამჯერად გთავაზობთ მათ ელექტრონულ გამოცემას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები