ორი ინგლისური მოთხრობა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
14137
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
გამომცემლობა
ქეთი ტოროტაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებულში წარმოდგენილია ინგლისელი მწერლების, დეივიდ ჰერბერტ ლორენსის (David Herbert Lawrence, 1885-1930) მოთხრობა "ცხენებით მოვაჭრის ქალიშვილი" (The Horse Dealer’s Daughter) და მურიელ სპარკის (Muriel Spark, 1918-2006) მოთხრობა "ოჯახის წევრი" (A Member of the Family). მწერალი-მოდერნისტი დეივიდ ჰერბერტ ლორენსი XX საუკუნის ინგლისური პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. თავისი ლიტერატურული ეპოქის სხვა მწერლებისგან (ჯოისი, ვირჯინია ვულფი) განსხვავებით, ლორენსი არ მიმართავს ცნობიერების ნაკადის ფორმას, მისი პროზა ფორმით კლასიკურ-რეალისტური თხრობის ნორმებში რჩება, მაგრამ შინაარსით ის ახალია, მოდერნისტული, იდეურად კი ფროიდიზმის გავლენას განიცდის. ფორმისა და შინაარსის ეს კონტრასტული სინთეზი ლორენსის პროზის თავისებურებას ქმნის და მოთხრობა "ცხენებით მოვაჭრის ქალიშვილი" ამის შესანიშნავი ილუსტრაციაა. კლასიკური რეალისტური სტრუქტურის მიუხედავად, თხრობის არსი მოდერნისტულია და ქვეცნობიერის, ინსტინქტებისა და სექსუალობის თემატიკას მოიცავს. ამასთან, ინსტინქტები და სექსუალობა არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ მისტიკური და სულიერი კატეგორიებია - პერსონაჟების ერთმანეთისადმი ლტოლვა ირაციონალური ქვეცნობიერი ძალითაა განპირობებული. მურიელ სპარკი შოტლანდიელია, მაგრამ ის ინგლისურად წერს და მისი შემოქმედება ინგლისურ ლიტერატურად განიხილება. სპარკი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიჯნაზე დგას. მისი მხატვრული პროზისთვის, რომელიც ხშირად ირონიული და გროტესკულია, სოციალური სატირა და შავი იუმორია დამახასიათებელი. სპარკი დაუნდობლად აშიშვლებს ადამიანის შინაგან სიცარიელეს, მის მანკიერებებს, ამხელს საზოგადოებაში გამეფებულ თვალთმაქცობასა და სიყალბეს, რის გამოც მას სასტიკ მწერალსაც კი უწოდებენ. მოთხრობა "ოჯახის წევრი" მურიელ სპარკის პროზის თვალსაჩინო ნიმუშია. დეივიდ ჰერბერტ ლორენსის მოთხრობის "ცხენებით მოვაჭრის ქალიშვილი" ეს თარგმანი 1988 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "საუნჯე", ხოლო 2008 წელს შევიდა ანთოლოგიაში "მსოფლიო ლიტერატურა: რჩეული მოთხრობები" (მეხუთე ტომი, გამომცემლობა "დია"). მურიელ სპარკის მოთხრობის "ოჯახის წევრი" ეს თარგმანი კი 1979 წელს დაიბეჭდა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა ლიტერატურულ ალმანახში "პირველი სხივი". ამჯერად გთავაზობთ მათი მნიშვნელოვნად შესწორებული და განახლებული რედაქციის ელექტრონულ გამოცემას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები