იტვირთება...

ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში

სენდი ჰოჩქისი

2003 წელი | Mermisi
3,460 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ეს პირველი პოპულარული წიგნია ნარცისიზმის შესახებ. ავტორი აღწერს პიროვნების ნარცისული აშლილობის სიმპტომებს, მის გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც დაკავშირებულია ადრეულ ბავშვობაში მიღებულ ტრავმებთან. წიგნი იძლევა პრაქტიკულ რეკომენდაციებს ფსიქოლოგიურად როგორ დაიცვათ თავი ნარცისული პიროვნების საზოგადოებაში. სენდი ხოტჩკისი ასახელებს ნარცისიზმის „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას“, ასევე მათი ჩამოყალიბების მექანიზმებს, რაც დაკავშირებულია მშობლების აღზრდასა და გარემომომცველ კულტურასთან. ნარცისული „ქსელიდან“ თავის დაღწევა ძალიან რთულია, რადგან პიროვნების ნარცისული აშლილობით შეიძლება იტანჯებოდნენ არა მხოლოდ თქვენი ხელმძღვანელები, თანამშრომლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები და მეზობლები, არამედ თქვენი ახლობლები - მეუღლე, შვილები და განსაკუთრებით მოხუცი მშობლები. იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი და, შესაბამისად, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, უნდა აღმოვაჩინოთ ნარცისიზმის კონკრეტული ნიშნები და გამოვიყენოთ დაცვის კონკრეტული ფორმები. წიგნში ბევრი მაგალითია მოყვანილი ცხოვრებიდან და ანალიტიკური პრაქტიკიდან. წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სხვადასხვა სკოლის და მიმართულების ფსიქოლოგებისთვის, არამედ აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის, და, რაც მთავარია, მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილი პრობლემების მიზეზებში, განსაკუთრებით ე.წ. ფსიქოლოგიური ვამპირიზმის პრობლემაში. ციტატა: „ემოციურად უმწეო პიროვნებისთვის დამახასიათებელია ადამიანთა ორ კატეგორიად დაყოფის ტენდენცია: „ყველაფრით კარგსა“ და „ყველაფრით ცუდზე“. ხშირად ხდება ისე, რომ „კარგი“ ადამიანი ხდება „ცუდი“, ან პირიქით. მაგრამ არასდროს არ არის დაჯილდოებული კარგი და ცუდი თვისებებით ერთდროულად; მაგალითად, „კარგი“ აღქმა არის როგორღაც დაცული, „ცუდი“ კი განსაკუთრებულ „საკუჭნაოში“ რჩება, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გააღო ან დაკეტო, ამასთან ნარცისული პიროვნების მიერ სიყვარულის ობიექტის აღქმა შეიძლება თითქმის მყისიერად შეიცვალოს. ნარცისულ პიროვნებას არ შეუძლია გაუძლოს სიყვარულის და სიძულვილის გრძნობების შეთავსებას ერთ და იმავე ადამიანთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ მისი ურთიერთობები ხშირად ჰგავს სრიალს ინფლაციის და დეფლაციის ატრაქციონზე. სენდი ჰოჩქისი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წინასიტყვაობა ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან ბიზნესით ან ახლო ურთიერთობები აქვთ პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანებთან, ხშირად განიცდიან დაბნეულობას, ან ჩიხში იმყოფებიან ასეთი აშლილობის მქონე ადამიანთა ქმედებებში უაღრეს წინააღმდეგობათა, ფარულ და მეტისმეტად ხანგრძლივ და სტაბილურ ნარცისულ მოთხოვნილებათა გამო. აღნიშნული მოთხოვნილებები გამოიხატება პრეტენზიულ მცდელობაში გამუდმებით აღფრთოვანებული იყვნენ სხვა ადამიანებით, რომელთა უკან იმალება საკუთარი დაუცველობა, მჟღავნდება მცირე წინააღმდეგობის ან უარყოფის შემთხვევაში და იწვევს ემოციურად გამანადგურებელ სირცხვილის გრძნობას. მათი ქმედება შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ქარიზმატული და გარკვეული დროით მიმზიდველი, შემდეგ გულგრილი და ანგარებიანი, რასაც ზოგჯერ მოჰყვება არაპროგნოზირებადი გააფთრება. მე ხშირად მინახავს იმ ადამიანის მშობლების, მეუღლეების და მშობლების შვილების დაბნეულობა, რომელმაც მკურნალობა გაიარა. მათ არ შეეძლოთ რეალობის, კერძოდ კი, იმ ფაქტის მიღება, რომ პაციენტი აღმოჩნდა ნარცისული დაუცველობის და დაცვის სტაბილური ციკლის ხაფანგში. უკვე დიდი ხანია მინდოდა დაწერილიყო წიგნი, რომელშიც შესწავლილი და გაშუქებული იქნებოდა ამ აშლილობის ციკლური განმეორებადობა და მისი მკურნალობის შესაძლებლობები. საბედნიეროდ, ასეთი წიგნი უკვე გვაქვს. მისი ავტორია სენდი ხოტჩკისი, LCSW, წიგნს ეწოდება „Why is it Always About You? The Seven Deadly Sins of Narcissism“ („ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში“). წიგნი კარგადაა დაწერილი, ამიტომ მისი წაკითხვა სასიამოვნოა. ავტორმა თავი მოუყარა და გააერთიანა ამ თემაზე არსებული პროფესიული ლიტერატურა და ინგლისურ ენაზე შექმნა ბრწყინვალე ტექსტი, რომელიც ხელმისაწვდომია არაპროფესინალებისთვის ფსიქოანალიზის სფეროში. მეტად სპეციფიკური ცნებები მშვენივრადაა განმარტებული და გასაგებად ილუსტრირებულია. თითოეულ თავს თან ერთვის დეტალური შენიშვნები. წიგნი შეავსებს ლიტერატურაში შექმნილ ვაკუუმს. ის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს: როგორც პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა, ასევე ნებისმიერმა სხვამ, ვისაც სურს უკეთ გაიგოს, რას წარმოადგენს პიროვნების ნარცისული აშლილობა. ჯეიმს ფ.მასტერსონი, მედიცინის დოქტორი, მასტერსონის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, ნიუ-იორკის ჰოსპიტალთან არსებული კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ფსიქიატრიის საპატიო პროფესორი
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
0743214285
სათაური:
ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2003
კატეგორია:
ფსიქოლოგიური
ნახვები:
3460
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]