ორიქსი და კრეიკი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

7023

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამაყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა. მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის. მთარგმნელთა ჯგუფი: დავით ბალიაშვილი; აკაკი მოსახლიშვილი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941474309
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები504
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიმთარგმნელთა ჯგუფი
გამოცემის წელი2018