სიცოცხლის ნაპერწკალი
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
14319
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ერიხ მარია რემარკი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საუკეთესო მთხრობელია. მის ანტინაცისტურ წიგნებს ფაშისტები კოცონზე წვავდნენ, სამშობლოდან გაქცეული მწერალი კი შვეიცარიაში ატარებდა ემიგრანტულ წლებს. ომის გასაოცრად რეალისტური აღწერა "გერმანელ ოფიცერთა კავშირმა" მათი არმიის შეურაცხყოფად ჩაუთვალა მწერალს და ნობელის კომიტეტს მოსთხოვა, არც კი განეხილა უმაღლეს ლიტერატურულ პრემიაზე წარდგენილი ავტორის ნომინანტობის საკითხი. "სიცოცხლის ნაპერწკალი" რემარკის ერთ-ერთი წიგნია მეორე მსოფლიო ომზე, საკონცენტრაციო ბანაკის ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურობაზე, იქაურ წესებზე, დაუჯერებელ სისასტიკეზე, ფანატიზმზე, დიდ შიშზე, დიდ უიმედობასა და იმგვარ განსაცდელზე, ადამიანს ადამიანის სახეს რომ აკარგვინებს. მაგრამ როცა ზღვარზე ხარ, როცა კიდეც გადასცდები ზღვარს, მაშინაც კი არ მთავრდება თურმე ყველაფერი... ეს წიგნი ამაზეცაა. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი" ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები