ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4689

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები" – წარმოადგენს ჩვენს სინამდვილეში ერთადერთ რომანს ქართულ მართლადიდებლურ ეკლესიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება არარსებულ ქალაქში, ნიუ-ბაბილონში, ხდება, მკითხველი ადვილად ამოიცნობს იმ სოციალურ წრესა და მის მანკიერ მხარეებს, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს უწვეს ცხოვრება. ნუი–ბაბილონი რწმენაშერყეული, ამპარტავანი და საკუთარი უპირატესობის განცდით შეპყრობილი ადამიანების მიერ შექმნილი თანამედროვე ციხე-ქალაქია. ახალი ბაბილონის მშენებლობაც ერთგვარად ჰგავს ბიბლიური გოდოლის ისტორიას. ნაწარმოებში წარმოჩენილია თანამედროვე ეკლესიის სახე და იქ დამკვიდრებულ ბიზანტიურ-რუსული წესი, რომელიც მკვეთრად ემიჯნება ქართული ეკლესიის ადათს. შესაბამისად, დაკარგულია ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, სათნოების განცდა. ბაბილონელების რწმენა აგებულია დოგმების, მკაცრი კანონების უგულო აღსრულებაზე. ყოველივე ეს კი მხოლოდ აფერხებს ადამიანში სულიერ პროგრესს, არ იძლევა ინდივიდუალური რწმენის აღზრდის საშუალებას და უკლავს ადამიანს სიკეთის კეთების სურვილს. "ბაბილონელი მეთოჯინეები" მოგვითხრობს ეკლესიურ იერარქიებზე, შიდა ურთიერთობებზე, მრევლზე და ბოლოს, იმაზე, თუ როგორ იბრძოლა ერთმა ადამიანმა, რათა არ მომხდარიყო ოქროს ყალბი ფასეულობით ჩანაცვლება. დასასრულ, გთავაზობთ ამ რომანის შეფასებას ცნობილი ეკლესიური მოღვაწის – ბასილი კობახიძის მიერ: "ბატონო ზურაბ, თქვენი ნაწარმოები "ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები" ძალიან მომეწონა, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ისე როგორც თანამედროვე ქართული ყოფიერების დოკუმენტი. მით უმეტეს, რომ მეც მთავარი გმირის მსგავსი გზა გავიარე. ვფიქრობ, რომ თქვენი ნაწარმოები მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა მარტო ქართულ ლიტერატურაში, არამედ საერთოდ ჩვენი საზოგადოების მენტალური განვითარების პროცესში. პატივისცემით ბასილ კობახიძე - 2007 წელი".

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-15-944-2
გამომცემლობაზურაბ ოდილავაძე
გვერდები101
გამოცემის წელი2018