იმპერიის ორსულობა
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
6947
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ზურა ოდილავაძე
გამომცემლობა
ზურაბ ოდილავაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"იმპერიის ორსულობა" – ზურა ოდილავაძის პირველი წიგნია. ამბები საქართველოს უახლოესი წარსულიდან (1960-2000 წწ.) საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ავტორი თავად არის პერსონაჟი, რომელმაც გამოიარა ყველაფერი, რაც იმპერიის ნგრევას მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ტექსტი ავტობიოგრაფიულია და მწერალი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებს აცოცხლებს. წიგნში აღწერილია საბჭოური ეპოქა. "იმპერიის ორსულობა" სამ ვრცელ მოთხრობას აერთიანებს: პირველი – 60-ანი წლები, როდესაც ჯერ ტოტალიტარიზმის ეპოქა ბოლომდე არ იყო გააზრებული და რჩებოდა ადგილი ოპტიმიზმისთვის; მეორე – 70-ანების ბოლო – 80-ანების დასაწყისი, როდესაც მოქმედ გმირებში საბჭოური ციხის შეგრძნებამ და სასტიკმა სასოწარკვეთამ დაისადგურა; მესამე – 90-ანი წლებიდან 2000 წლამდე – სამოქალაქო ომის აბსურდი და სისასტიკე. მოკლედ, ეს არ გახლავთ მხოლოდ ისტორიები ნარკომანებზე, არამედ ესაა იმ ეპოქის დოკუმენტი. სურათი ტრაგიკულია. ქაოსისა და უგზოობის ეპოქა არჩევანს არავის უტოვებს; თითქოს იმედიც დაკარგულა და მიზანიც, რისთვისაც ღირს ბრძოლა. ერთადერთი საზრუნავი ნებისმიერი გზით ნარკოტიკის შოვნაა. წიგნში ყველაფერია: ზიზღი, ხელის ჩაქნევა, გულის აყრა, ღალატი. იმპერიის არსებობის მიწურულს ცხოვრება თითქოს ერთი უზარმაზარი ჩიხია, რომელშიც ყველა ერთად აღმოჩნდა. ამიტომაცაა, რომ მსგავსია თითოეულის ტრაგედიაც და ის სევდაც, რომელიც მათ მეტყველებაში, ქმედებაში, მომავლის მოლოდინშიც კი იგრძნობა. ეპოქამ ბევრი იმსხვერპლა, თუმცა ზოგმა მოახერხა და დალაშქრა თავისი მწვერვალი, გახდა რაინჰოლდ მენსერზე უფრო ძლიერი და ნამდვილი მებრძოლივით, რომელიც ომის ყველაზე სასტიკი წინააღმდეგია, ახლა ამბობს, რომ ცხოვრებისგან გაქცევა, თუნდაც ყველაზე მძიმე ცხოვრებისგან, გამოუსწორებელი შეცდომაა და რომ "ადამიანის მთავარი ნიჭი, მისწრაფება, მიზანი განვითარება და წარმატებაა".
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები