კონცენტრიკული წრეები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5481

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"თორნიკე ჭელიძის სადებიუტო პოეტური კრებული ცხოვრებაზეა, რომელიც მისი თქმით „დილის სიზმრიდან გამოსვლას ჰგავს... რაღაც მაინც რომ შემოგრჩება: სურნელი, ან სიტყვა, კადრები“, ბავშვობაზეა, რომელიც „ოთახის ერთი კუთხიდან გამოგყურებს... და ყურებზე იფარებს ხელებს“, სიკვდილსა და მარტოობაზე, როცა ხშირად ასე გეუბნებიან: ""მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს... ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკი­ვა“, ადამიანებზე, რომლებიც „შორსმხედველები არიან სხვის საქმეში...“ და არ იციან, „რომ ზოგი სახლშიც უსახლკაროა, რომ ზოგს თავის თბილ ოთახშიც სცივა“. სიყვარულზეც არის ეს წიგნი, რომელიც „ამ ყოველდღიურ კვდომაში, ისე გაჩნდება ხოლმე... როგორც ცარიელ და მიტოვებულ სახლში ბავშვმა წინ ჩაგირბინოს“. თორნიკე ჭელიძე დაუწერელ ლექსებზეც გვიყვება, რომლებიც გამარჯვებულ ჯარისკაცებს აგონებენ, „მტერს რომ უკანალს უჩვენებენ და იცინიან“. თუმცა მისი უკვე დაწერილი ლექსებიც ჯარისკაცები არიან, საპირისპირო მხარეს მებრძოლი მეომრები. მეომრები, რომლებიც იმ ომებზე მოგვითხრობენ, „მკვდრის წინ რომ უცბად სიცილს დაიწყებ და ცოცხლებთან აგეტირება..."". თუმცა ისიც კარგად იციან, რომ „ქარსაც აქვს დრო, ადგილი, ბოლო წერტილი, სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის“."

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-446-81-8
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები68
გამოცემის წელი2013