ბერმუხიდან ლებრიხამდე

რეიტინგი

4.9 / 5

ნახვა

6638

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ქარავანი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

აღნიშნული მოთხრობა რამდენიმე თვით ადრე დაიწერა და გამოქვეყნდა, ვიდრე ქართველები საშობაოდ, მცხეთისკენ, განსაკუთრებული განცდით, მოლოდინითა და ემოციებით დაიძრებოდნენ. საშობაო, ,,მცხეთური რეალიები", ერთგვარი ხიდივით გაიდო აღნიშნულ მოთხრობასთან, სადაც სხვა, მკითხველისთვის ღრმა და საინტერესო პასაჟებთან ერთად, ავტორი თხრობის განსაკუთრებული დინამიურობით, ადამიანების მიერ გაღმერთებული კერპის და გაკერპებული ღმერთის საინტერესო ამბავს მოგვითხრობს! ,,ბერმუხიდან ლებრიხამდე" გახლავთ ვრცელი მოთხრობა, რომელიც შესულია ამავე საიტზე განთავსებულ კრებულში ,,სიბნელე სინათლისა". აღნიშნული მოთხრობის მთავარი გმირებიც ადამიანები არიან, ადამიანები თითქოს განსხვავებულნი, ისეთნი როგორნიც შეიძლება მხოლოდ მიყრუებული პროვინციის სოფელ ,,ბერმუხაში" ცხოვრობდნენ. მაგრამ როგორც ავტორის სხვა მოთხობებში, ამ მოთხრობის მთავარი გამოწვევაც ღმერთია, ღმერთი რომელიც ,,ბოსხისეულ" ბერმუხელებში არც თუ ისე შორეულ წარსულში მომხდარი ისტორიის მთავარი ,,მიზეზი" ხდება. შემოქმედი რომლის ,,გამოჩენამ" ერთხანს მოთვინიერებული მგლებივით ,,მოაქცია" ბერმუხელები, მაგრამ მალევე დაამსგავსა ადამიანებს, რომელნიც ,,სევილიის" პროვინციის პატარა ქალაქ ,,ლებრიხაშიც" ისეთები არიან, როგორნიც ,,საქართველოს ბერმუხაში".

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაქარავანი
გვერდები43
გამოცემის წელი2013