სიბნელე სინათლისა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

8048

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ქარავანი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კრებულში შესულია ხუთი მოთხრობა და ერთი ესკიზი. აქედან სამი, გახლავთ ვრცელი მოთხრობა, "როდესაც ღმერთებს ეძინათ" "ბერმუხიდან ლებრიხამდე" და "არშემდგარი პაემანი". ასევე მოთხრობები "თავსაფრიანი ბოზები", ,,დიდვაჭარი" და "სიბნელე სინათლისა" (ესკიზი). კრებულში შესულ მოთხრობებს, სხვა გმირებთან ერთად ორი მთავარი გმირი ჰყავს - ადამიანი და ღმერთი! ერთის მხრივ ადამიანები, მიტოვებულნი, დამაშვრალნი, ერთ-ერთი გმირის სიტყვებით თუ ვიტყვით - ბიბლიური ისააკივით, ღვთაებრივი კანონზომიერების ტრაპეზზე სიკვდილის მოლოდინში გატრუნულნი, მაგრამ მაინც მეამბოხენი, მებრძოლნი და შეურიგებელნი იმ ღვთაებრივ - სასწაულებრივი გაუგებრობისა, რომელიც ავტორმა ყოველი ადამიანისთვის თავსატეხ, ერთ უზარმაზარ კითხვის ნიშანს დაამსგავსა და თამამი, საინტერესო, ღრმა შინაარსის დიალოგებით მკითხველის წინაშე გამოიტანა ისე, რომ ზოგ შემთხვევაში თავად მკითხველი ხდება სიუჟეტის მოქმედი გმირი. ნიშანდობლივია ასევე ის, რომ თხრობისას ავტორი ცდილობს "სასწორი" თანაბარად აბალანსოს და არც ერთი მიმართულებით არ მიიდრიკოს. ლიტერატურულ სივრცეში, განმსჯელიცა და განმკითხველიც დასაბამიდან მკითხველი იყო, ასე რომ თქვენს წინაშე არიან ღმერთს მინდობილი მორწმუნენი, ღვთაებრივ კანონზომიერებას შეურიგებელი მეამბოხენი, მესიების მაძებარი "ბოსხისეული" ბრბო, ჩვენი დროის "თავსაფრიანი ბოზები", სიბეცით დაბნელებული "მორწმუნე დიდვაჭარნი" და ბავშვი, მამხილებელი სიტყვითა ღმრთაებრივითა...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაქარავანი
გვერდები114
გამოცემის წელი2013