მოხატული ფარდა
რეიტინგი
4.9 / 5
ნახვა
16929
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
უილიამ სომერსეტ მოემი
გამომცემლობა
ქეთი ტოროტაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ინგლისელი მწერლის, უილიამ სომერსეტ მოემის (William Somerset Maugham, 1874-1965) რომანი "მოხატული ფარდა" (The Painted Veil, 1925) ცნობილ რომანებთან "მთვარე და გროში" და "ღვეზელი და ლუდი" ერთად განიხილება, როგორც ტრილოგია. მათ აერთიანებთ საერთო თემა - ადამიანის, პიროვნების (მხატვარი, მწერალი, მეცნიერი) დრამა მტრულ საზოგადოებაში. მეამბოხე გმირი გარემომცველ სინამდვილესთან ბრძოლის გზით ისწრაფვის დასახული მიზნისკენ. რომანის გმირი, ექიმი-ბაქტერიოლოგი უოლტერ ფეინი სნობური საზოგადოების მსხვერპლი ხდება, და თუმცა ის ზნეობრივად იმარჯვებს ამ მტრულ საზოგადოებაზე, ეს გამარჯვება მას სიცოცხლის ფასად უჯდება. რომანს გასდევს მწერლის ირონია, რასაც საფუძვლად უდევს ადამიანის მარტოობის კონცეფცია და ცხოვრების აზრის უარყოფის იდეა. 1925 წელს გამოქვეყნებულ ამ რომანში მნიშვნელოვანი თემაა აგრეთვე ქალის ემანსიპაციის საკითხი, ქალის უფლება, თავად გაუძღვეს თავის ცხოვრებას, თვითონ იყოს საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, ეს საკითხები კი XX საუკუნის 20-იანი წლების ევროპაში ახალი დასმული იყო და თანდათან იკრებდა ძალას, რის გამოც მათი წინ წამოწევა რომანის ავტორის უდავო დამსახურებაა. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს ისიც, რომ მოემის ამ რომანის მიხედვით სამი ფილმია გადაღებული, რაც ამ ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარულობაზე მეტყველებს. 1934 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში მთავარ როლს გრეტა გარბო ასრულებდა. 1957 წელს გადაღებული ფილმი "მეშვიდე ცოდვა" (ელინორ პარკერი, ბილ ტრევერსი) შინაარსის თვალსაზრისით რომანის ყველაზე ზუსტი ეკრანიზაციაა. 2006 წელს რომანის მიხედვით ამავე სახელწოდების კიდევ ერთი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირების - ქითი და უოლტერ ფეინების როლებს ნაომი უოტსი და ედუარდ ნორტონი ასრულებენ. ეს ფილმი წიგნის თავისუფალ ეკრანიზაციას წარმოადგენს, რამაც არსებითი ხასიათის შინაარსობრივი განსხვავებები წარმოქმნა წიგნსა და ფილმს შორის. სომერსეტ მოემის რომანის ეს თარგმანი 1985 წელს დაიბეჭდა ჟურნალში "საუნჯე", 1992 წელს კი თარგმანის მეორე რედაქცია ცალკე წიგნად გამოიცა. ამჯერად გთავაზობთ თარგმანის მესამე, შესწორებული რედაქციის ელექტრონულ გამოცემას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები