სახელმწიფო სახრჩობელასთან
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
6078
ყველა პაკეტი
ანოტაცია
"წიგნებსაც, ისევე როგორც ადამიანებს, თავისი განსაკუთრებული პულსაცია აქვთ: ზოგს ნერვული და აჩქარებული, ზოგს წყვეტილი და არითმიული, ზოგსაც საერთოდ არ ესინჯება პულსი. ირაკლი კაკაბაძის ახალი პოეტური კრებული უაღრესად თანამედროვე იმიტომაც არის, რომ აქ ცხადად, ხელშესახებად იგრძნობა მკაცრი და აღელვებული კაცის გულისცემა. ფეთქვა გულისა, რომელიც, ავტორის თქმისა არ იყოს, ყველა ზღაპარში აქვთ დევებს. დღეს კი ქვად ქცეულა, განცდებისა და შეგრძნებებისგან დაცარიელებულა. სახელმწიფო სახრჩობელაზე გასვლა სისტემასთან, გაბატონებული და თავსმოხვეული ცხოვრების წესთან შეურიგებლობას გულისხმობს. ამ გზაზე გასულს გზადაგზა აუცილებლად მწარე და გულწრფელი სიტყვები დაგცდება, ვთქვათ, ასეთი: „იძინე მშვიდად, მხედრიონის მშობელო ერო...“, ან: „ცარიელი და განძარცვული, მაგრამ დუმილით სავსე, ცივი დუმილით სავსე“, ან კიდევ: „სად გიპოვო, რაში ხარ მეტად არეკლილი, ჩემო სამშობლოვ? პეიზაჟებში, სიმღერებში თუ ადამიანებში?..“ და ამ ძიებასა და მღელვარებაში გართულმა, ბრძოლისგან დაქანცულმა შეიძლება ერთხელაც აღმოაჩინო: „რა ხანმოკლეა სიცოცხლე ჩვენი – ჰაიკუსავით სამ სტრიქონად წარმოსათქმელი“. "
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები