რამ შეჭამა ვენახი?

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

7183

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"რამ შეჭამა ვენახი" – ლია სტურუას "შეგრძნებების რომანი" 1994-2000 წლებში დაიწერა. ეს წიგნი პოეტის პირველი პროზაული ნამუშევარია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინტე­რესს მის მიმართ. პროზისა და პოეზიის დაუსრულებელი ჭიდილის შედეგად, არცთუ იშვიათად, გავხდებით ხოლმე ავტორების ამგვარი ექსპერიმენტების მომსწრე, როდესაც ისინი თავიანთ სათქმელს გამოხატვის ფორმას უცვლიან და სრულიად ახალი კუთხით გვაცნობენ საკუთარ თავს. ეს წიგნი შეგრძნებებისა და ცნობიერების ნაკადის ერთგვარი ნაზავია. შიგადაშიგ, შეიძლება, ავტობიოგრაფიულადაც კი მოგეჩვენოთ. მწერლის მთავარი სატკივარი კი, ამ ცოტა ხნის წინ, ერის საზოგადო საკუთრება იყო, რის გამოც მისი გათავისება არც ისე რთული საქმეა: უშუქობა, პურის რიგები, ქუჩაში დანთებული კოცონები, გაუცხოებული ადამიანები, რომელთაც ორი სახე აქვთ: საგარეო და საშინაო, ადამიანებს შორის "ურთიერთობის ზერელე რიტუალები", სახლებში გამოკეტილი, ხელ-ფეხ გაყინული მეგობრები, ბნელში განზრახ "დამიზნებული თუ შემთხვევითი ტყვიის" შიში. სამშობლო კი თვალსა და ხელს შუა ინგრევა, რადგან კაენის იარაღი, მკვლელობის იარაღი ჟანგმა შეჭამა, სწორედ იმ ჟანგმა, თოფი – მგლის, მგელი – თხის, თხა კი ვენახის შეჭმამდე რომ მიიყვანა, ლამაზი და უცოდველი ვენახის, რომელიც "თვითონ კი კვდება, მაგრამ არავის არ კლავს. უხერხულად დგას, ტკბილი, შაბიამნისფერი, ამ სისხლიანი ტრაპეზის ბოლოში და თავის რიგს ელოდება..." (გვანცა ჯობავას წინასიტყვაობიდან)"

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-446-45-0
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები102
გამოცემის წელი2013