Facebook-ჩანაწერები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
7620
ყველა პაკეტი
ანოტაცია
საზოგადოების აქტიური ნაწილისთვის ფეისბუკი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, აზრის გადმოცემისა და განწყობის გამოხატვის თავისუფალ სივრცედ დიდი ხანია იქცა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩანაწერები ავტორების ელექტრონული დღიურებია, რომელიც ზუსტად გამოხატავს მათ ინტერესებს, პოზიციასა თუ დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ზოგიერთ მათგანზე ხშირად მწვავე დისკუსიებიც იმართება. მათი ერთობლიობა კი ეპოქის ერთგვარი შეფასებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ "ელექტრონული დღიურები" ერთ წიგნად გვექცია და მასში ოთხი ავტორის – გია არგანაშვილის, დათო გორგილაძის, ნანა ზარდიაშვილისა და ირაკლი კაკაბაძის facebook-ჩანაწერები გავაერთიანეთ. განსხვავებული პროფესიის, ასაკის, ინტერესებისა და შეხედულებების მქონე ავტორები გვიყვებიან ამბებს მათი ყოველდღიურობიდან, გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს წაკითხულ ლიტერატურასა თუ ნანახ ფილმზე და, რაც მთავარია, გვაცნობენ საკუთარ შეხედულებებს წლის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე. ჩანაწერები 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და იმ თანმიმდევრობითაა დალაგებული, როგორც სოციალურ ქსელშია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები