ქვიდან მოსრიალებული მადლი

რეიტინგი

4.9 / 5

ნახვა

10150

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

მათიკოს წიგნები

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რა აზრი ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპად მეცნიერის, ინჟინრის, მეცენატის, ბიზნესმენის, დიპლომატის ვასილ დუმბაძის გამოცხადებას? გეტყვით. ვასილ დუმბაძე გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში იყო დამოუკიდებელი საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და სწორედ მისთვის სახელის გასატეხად დაიყარა ეს ხმები. გულსატკენია, რომ ჭორების გავრცელებაში საზოგადოებისთვის ღირსებით გამორჩეული ადამიანები მონაწილეობდნენ. სინამდვილეში კვაჭი კვაჭანტირაძე ცნობილი მიხეილ წერეთლის განსახიერებაა. ხოლო თუ რომელი მიხეილ წერეთლისა, ამის შესახებ რომანიდან გაიგებთ. თუმცა ეს წიგნი სულ სხვა ამბებსა და სხვა ადამიანებზე მოგვითხრობს.რომანოვების რუსეთში დაბადებული ქართველი თაღლითები, საქმიანი ადამიანები, პატრიოტები, სოციალ-დემოკრატიული შიზოფრენიით დაავადებულები ენერგიულად მოღვაწეობდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს. ჯაშუშურ-ავანტიურულ რომანში აღწერილი პერსონაჟები, გარემოებები და მოქმედებები ზოგჯერ რეალურს ჰგავს, მაგრამ ეს ყოველივე ავტორის წარმოსახვის შედეგია. ნაწარმოებში გამოყენებულია ლაშა ბაქრაძის, კალისტრატე სალიას, ალექსანდრე ტარსაიძის და სხვა მეცნიერების შრომები. რედაქტორია ქეთი კობიაშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBNISBN 978-9941-0-6118-9
გამომცემლობამათიკოს წიგნები
გვერდები240
გამოცემის წელი2013