როცა დაბრუნდები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1732
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანა მითგუჩი
გამომცემლობა
იბისი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თანამედროვე ავსტრიელი მწერლის, ანა მიცგუჩის, რომანის, `როცა დაბრუნდები~ (2010 წ.) მთავარი საფიქრალი ესაა _ სიკვდილის გადასახედიდან შეფასებული ცხოვრება და მისი მთავრი ძარღვი _ სიყვარული. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწარმოებმა ლაიფციგის ბაზრობაზე საუკეთესო რომანის პრიზი მიიღო. რომანის სიუჟეტური ქარგის მიხედვით, მთხრობელი ქალი, ქმრის გარდაცვალების შემდეგ იწყებს განვლილი წლების შეფასებას. `მკვდარი~ ჟერომი ცოცხალ ახლობლებს, მეგობრებს აქამდე უცნობ სამყაროში შეუძღვება და მკითხველიც მოგონებების ბილიკებზე დაეხეტება მთხრობელთან ერთად, რათა ბიბლიურ სიბრძნეს: `ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოს~ _ კიდევ ერთხელ ეზიაროს. ადამიანურ ცხოვრებას კი დასაწყისიც აქვს და დასასრულიც. სწორედ ამ დასასრულის გადაწევის ილუზიით იწყება თხრობა, რომელიც ცოლ-ქმარს გვაცნობს. სიკვდილთან მიახლოება ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად უფრო სერიოზული ხდება, ამიტომაც არის, რომ, როცა ჟერომმა ერთ შეხვედრაზე სიკვდილზე მწარედ იხუმრა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაიცინა, ამიტომაც აღნიშნა ჟერომმა: `ის ჩვენ შორის ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ თავდაჯერებულად გრძნობს თავს და შეუძლია სიკვდილზე იცინოს~.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები