შუადღის ალქაჯი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3349

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

იბისი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მსოფლიო ლიტერატურაში დედაშვილობის თემაზე უამრავი ნაწარმოებია დაწერილი. მაინც შეუცნობელია და იდუმალია სამყარო, რომელიც დედისა და შვილის სიყვარულსა თუ სიძულვილს, ერთმანეთისთვის თავგანწირვას, ხან ფარულსა თუ ცხად მეტოქეობას იტევს. სწორედ დედაშვილობის მრავალწახნაგოვანი ფენომენის არსია წარმოჩენილი თანამედროვე გერმანელი მწერლის, იულია ფრანკის, რომანში `შუადღის ალქაჯი~. ნაწარმოები უკვე 18 ენაზეა თარგმნილი, რაც მის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს. ახლა კი ქართველი მკითხველიც გაეცნობა გერმანულენოვანი ლიტერატურის გამოცდილი მთარგმნელის, მაია მირიანაშვილის წყალობით. როგორც იულია ფრანკის ერთი ინტერვიუდან ირკვევა, რომანის შექმნას რეალური ფაქტი დასდებია საფუძვლად, კერძოდ ის, რომ ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მამამისი 1945 წელს დედამისმა მატარებლის ბაქანზე მიატოვა და აღარასდროს მოუძებნია. ეს ტკივილი მამას მოუშორებლად გაჰყოლია სიკვდილამდე. რაც შეეხება `გაქცეულ~ ბებიას, ის 1996 წელს გარდაცვლილა მარტოხელა, დასთან ერთად საზოგადოებას სრულიად მოწყვეტილი რომ ცხოვრობდა თურმე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9022-4-0
გამომცემლობაიბისი
გვერდები386
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიმაია მირიანაშვილი
გამოცემის წელი2013