ბლუმფელდი, შუახნის უცოლო კაცი და სხვა მოთხრობები
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
7568
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფრანც კაფკა
გამომცემლობა
კაფკას წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
თანამედროვეები კაფკას შესახებ: „ეს მაძიებელი და გულგატეხილი, რომელსაც თავისი ნაშრომის გადაგდება უნდოდა, დიდი პოტენციის პოეტი იყო, მან საკუთარი ენა, სიმბოლოებისა და იგავების სამყარო შეიქმნა, რომლითაც აქამდე უთქმელის თქმა შეძლო.“ "ამ შეპყრობილ ებრაელზე, რომელიც სამაგალითო გერმანულს წერდა, ამ პედანტურად ზუსტ ფანტასტზე, რომელიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ფანტასტი და პოეტი, კიდევ იმსჯელებენ და იკამათებენ მაშინ, როდესაც დავიწყებას მიეცემა უდიდესი ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ჩვენი დროის გერმანულ ლიტერატურაში დღეს მნიშვნელოვნად ვთვლით." „სიზმარივით ეთერული და ლოგარითმივით ზუსტი“ „გერმანული ენის იდუმალი ოსტატი და მეფე“ ჰერმან ჰესე „ჩვენ ყველამ, ვინც წიგნის კითხვას ვიწყებთ, უკვე ოცი ან ოცდაათი გვერდის შემდეგ ვიცით, სად უნდა გავამწესოთ მწერალი; რა არის ეს; როგორ ვითარდება; სერიოზულია თუ არა; რა ადგილი უნდა მივუჩინოთ ასეთ წიგნს ზოგადად. აქ შენ არაფერი იცი. სიბნელეში აცეცებ ხელს. რა არის ეს? ვინ ლაპარაკობს? კაფკამ წიგნები დაწერა, სულ რამდენიმე წიგნი, მიუწვდომელი, კითხვით ამოუწურავი წიგნები. შემოქმედს რომ სხვაგვარად ენება და ის აზიაში დაბადებულიყო: მილიონები მოეჭიდებოდნენ მის სიტყვებს და მათ ამოცნობას ეცდებოდნენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია, ვიკითხოთ, გავოცდეთ, მადლობა ვთქვათ.“ კურტ ტუხოლსკი „და კაფკა, მათ ის ვერ შენიშნეს, ასე მგონია. ის გაუცვეთელი და მეტისმეტად ახალი იყო. მისი ერთი მოთხრობა წავიკითხე: გასაოცარია.“ რაინერ მარია რილკე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები