ნაციონალური იდენტობა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

9430

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ლოგოს პრესი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რატომ არიან ადამიანები ნაციის ერთგულნი - ოჯახის, რეგიონის, კლასის და რელიგიის დარად? როდის გარდაიქმნება ნაციონალური იდენტობის ჯანსაღი გრძნობა ავბედით ნაციონალიზმად? რა ეთნიკური საფუძველი აქვს ასე მრავალრიცხოვან თანამედროვე კონფლიქტებს? შესაძლებელია თუ არა ნაციების შექმნა მოდელის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა კოლონიური ან მულტიეთნიკური იმპერიები ინგრევა? შესაძლებელია თუ არა ნაციის ზუსტი განმარტება? ეს წიგნი ეძღვნება ამგვარი მნიშვნელოვანი და სადავო კითხვების ანალიზს. ენტონი დ. სმიტი სვამს კითხვას: რატომ წარმოიშვა პირველი თანამედროვე ერი-სახელმწიფოები დასავლეთში? იგი მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, ენა და საერთო სიმბოლიკა ნაციის შეგრძნებას - ბასკების, ქურთების და ტამილების შემთხვევაშიც კი, რომელთაც საკუთარი სახელმწიფოები არა აქვთ. თავის არგუმენტაციას ავტორი წარმოადგენს დეტალური მაგალითების თანხლებით, ყურადღებას ამახვილებს ნაციისადმი მყარი ერთგულების როგორც პოზიტიურ, ისე საზიანო ასპექტებზე; პროვოკაციულ უკანასკნელ თავში კი განიხილავს პოსტ-ნაციონალური მსოფლიოს პერსპექტივებს. ავტორის შესახებ: ენტონი დ. სმიტი არის ლონდონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი სხვა ნაშრომებია: Theories of Nationalism, The Concept of Social Change, Nationalism in the Twentieth Century, The Ethnic Revival, State and Nation in the Third World, The Ethnic Origins of Nations.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობალოგოს პრესი
გვერდები271
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელილელა პატარიძე
გამოცემის წელი2008