იტვირთება...

პოლონური ქრონიკები

ქეთი ტოროტაძე

7,406 ნახვა
4.95
(0 რეცენზია /46 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პოლონელებსა და ქართველებს შორის საოცარი ეთნოფსიქოლოგიური მსგავსებაა - გმირული, რომანტიკული სული, რომელიც ალბათ ამ ორი ქვეყნის მიერ განვლილი ისტორიული გზის მსგავსებითაც არის განპირობებული. იდეალისტი პოლონელებისა და ქართველების სწორედ ამ მონათესავე სულმა ათქმევინა თვალსაჩინო პოლონელ პოეტ-რომანტიკოსს, ადამ მიცკევიჩს, მე მჯერა, რომ პოლონეთის არისტოკრატია კავკასიური წარმოშობისააო. წიგნში გაეცნობით პოლონურ-ქართული ურთიერთობების საინტერესო და ხშირ შემთხვევაში უცნობ მომენტებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო. წიგნის სხვადასხვა თავებში მოთხრობილია პოლონეთის ქართველი დიპლომატის, ბოგდან გურჯიცკის, პოლონეთის ტრაგიკული ისტორიის ცალკეული ეპიზოდების, ედვარდ მუნკის მუზის - დაგნი იუელისა და თბილისის სასტუმროში მომხდარი იდუმალებით მოცული მკვლელობის შესახებ. წაიკითხავთ ლეგენდარული მარშლის, იუზეფ პილსუდსკისა და პრომეთეიზმის მოძრაობის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, ვიტოლდ პილეცკისა და კაცობრიობის წინაშე მისი დიდი ღვაწლის შესახებ, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ჯერაც არ არის სათანადოდ დაფასებული. მოთხრობილია აგრეთვე რიბენტროპ-მოლოტოვის დანაშაულებრივი პაქტის მსხვერპლი ერთი რიგითი პოლონური ოჯახის დრამატული ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ... წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებს - პოლონეთის არმიის ქართველ გენერლებს და ყოფილ იუნკრებს, რომლებიც, 1921 წელს საქართველოდან ემიგრირების შემდეგ, გმირულად იბრძოდნენ პოლონეთის არმიაში ფაშისტური გერმანიისა და საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ და რომელთაგან რამდენიმე ბოლშევიკებმა კატინში დახვრიტეს. რამდენიმე ქართველმა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენის, ვირტუტი მილიტარის ვერცხლის ჯვარიც დაიმსახურა. იმის გამო, რომ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების თემა ათწლეულების მანძილზე ტაბუირებული იყო როგორც საბჭოთა კავშირში, ისე კომუნისტურ პოლონეთში, საქართველოში ცოტამ თუ იცის პოლონეთის ქართველი გმირების შესახებ. ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს წიგნის ბოლო თავი, რომელიც ნაპოლეონისა და პოლონეთის და ნაპოლეონისა და საქართველოს მიმართებებს წარმოგვიდგენს, ქართველი მკითხველისთვის ბევრ სრულიად უცნობ ფაქტზე მოგვითხრობს და, თემატურად განსხვავებული, ამავე დროს წიგნის გამაერთიანებელი და დამაგვირგვინებელი ფინალური თავია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-5917-9
სათაური:
პოლონური ქრონიკები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
190
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
7406
რეიტინგი:
4,95
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(46) რეცენზია
4.95
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [45]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]